• რეკლამა
  • კონტაქტი
10:51, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაწვით ევროკავშირის დროშა” – რა დანაშაულებრივი მოწოდებები ვრცელდება თბილისის მერიის გვერდზე

ალია ავტორი - ალია
23:38 12-22-2023
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32,263

თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელში, უკვე 5 საათზე მეტია, კომენტარებში, ევროკავშირის დროშის დაწვის მოწოდებები ვრცელდება ვიდეოსთან ერთად და გარდა ამისა, მოთხოვნა, გათავისუფლდეს ლაშა შამუხია.

შამუხია დაკავებულია არა დროშის დაწვის გამო, არამედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, როგორც პროკურატურა აცხადებს შარუხიამ მცხეთის მერიის ადმინისტრაციული საკუთრება, ევროკავშირის დროშა გაანადგურა. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ვიდეო, რომელიც თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება, მოწოდებებით, დაწვან ევროკავშირის დროშები, მეორე დღეა რუსულ ტელეარხებზე აქტიურად შუქდება. რუსული მედია ვიდეოდ აღწერისას ამბობს, რომ საქართველოში, ევროკავშირის დროშის დაწვის კამპანია მასობრივ ქაოსში გადაიზარდა და ხაზს უსვამს ორ რამეს – მასშტაბურობას და კამპანიაში სასულიერო პირის ჩართვას. 

პარალელურად, დაახლოებით, ორი საათის წინ, ალტ–ინფორ წევრებმა, უკვე აასრულეს დაანონსებული დანაშაული ქმედება და ზუსტად თბილისის მერიის წინ აღმართული დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. პოლიციას ადგილზე მისასვლელად, თითქმის ერთი საათი დასჭირდა.

შესაძლოა, ალტ–ინფოს წევრებმა ჩათვალეს, რომ რაკი თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდზე მსგავსი მოწოდებები არ იშლება და იბლოკება, არც მოქმედებაში შეუშლით მათ ვინმე ხელს, წესით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, არის, თუ არა, ამ ორ ფაქტს შორის კავშირი და თუ არის, რომელი? სამსახურეობრივ გულგრილობას, თუ დანაშაულის წახალისებას აქვს ადგილი, იქნებ, სულაც, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულია?

გეტყვით იმასაც, რომ თბილისის მერიის გვერდზე, მერიის მხრიდან ბოლო კომუნიკაცია კომენტარებში, ასევე 5 საათის წინ შეიმჩნევა, კერძოდ კი, თბილსერვის ჯგუფის მხრიდან და აქვე, ობიექტურობისთვის, ისიც უნდა ითქვას, მერიის სამსახურებიდან, თბილსერვისის ჯგუფი, ყველაზე ხშირად აქტიურობს ხოლმე კომენტარებში.

შესაძლოა, ახლა ზოგმა გვითხრას, რომ ალბათ, თბილისის მერიამ, არ იცოდა, ეს მოწოდება რომ გავრცელდა მათ გვერდზე, თორემ, იმოქმედება და რომ ‘არცოდნა – არცოდვაა”, მაგრამ იმის ცოდნისთვის, რა როგორ პიარდება და რას ითხოვს ხალხი, მილიონობით ლარი იხარჯება, მაგალითად, 2018-2023 წლებში თბილისის მერიამ 20 მილიონ ლარამდე დახარჯა სააგენტოზე, რომელიც მეტწილად მის პიარს ემსახურება. ასიათასობით ლარი იხარჯება სახელმწიფო უწყებებისგან მედიამონიტორინგზეც, ასობით ადამიანია დასაქმებული, მერიის პიარსამსახურში და თუ “ალიას” იმედად არიან მაინც და კარგად ყოფილა ჩვენი საქმე და არც ისე კარგად – თბილისის მერის. 

ცნობისთვის, თბილისის მერიის, რომლის გვერდზეც უკვე 5 საათზე მეტია ევროკავშირის დროშის დაწვის მოწოდებები დევს, წლევანდელი საახალწლო სლოგანია – თბილისი – ევროპული ქალაქი!

 

თეგები: თბილისი ევროპული ქალაქითბილისის მერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved