• რეკლამა
  • კონტაქტი
17:52, სამშაბათი, 9 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაცულია, თუ არა, შშმ პირთა უფლებები ქვეყანაში? – “ერთი ქარდიც არ დადებულა დღეს” – სიმონ პეტრიდისის 4 მოწოდება შესაბამის უწყებებს

ალია ავტორი - ალია
23:34 06-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
315

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი (სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას), სიმონ პეტრიდისი:

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.

ეს დღე წარმოადგენს შესაძლებლობას, ყურადღება გამახვილდეს იმ საჭიროებებსა და უფლებებზე, რაც შშმ პირებს აქვთ, ადრე ამ დღეს სხვადასხვა უწყებები კონკრეტული აქტივობებით ეხმიანებოდნენ და გაკეთებულ საქმეებზე საუბრობდნენ.

სანამ უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრებ გავიხსენებ ლამაზ ისტორიას ჩემი საქმიანობიდან, სულ რამდენიმე თვის წინ კონკრეტულმა ორგანიზაციამ მთავრობას მიმართა წერილით და თხოვა სხვადასხვა უწყებაში ისეთი ადამიანების დანიშვნა ვინც მათ საჭიროებებზე იზრუნებდა ყოველ დღე და გაზრდიდა საკონსულტაციო საბჭოების ეფექტურობას, ამ წერილში პოზიტიურად იყო შეფასებული ჩემი საქმიანობა და ზუსტად მსგავს მიდგომას ითხოვდნენ.

ახლა ამ ისტორიას იმიტომ ვიხსენებ, რომ კონკრეტულმა უწყებებმა პირიქით ამ საკითხებზე მომუშავე სამსახურები რაღაც გაურკვეველ სტრუქტურებში შეკუჭეს, შედეგად კი ერთი ფეისბუქ ქარდიც არ დადებულა დღეს, გამონაკლისი მხოლოდ სახალხო დამცველია.

უფლებების დაცვას ვინ ჩივის, საერთოდ ვახსოვართ ან სამართალი სად უნდა იპოვო, როცა საერთაშორისო პრაქტიკის და კონვენციის დარღვევით შშმ პირებს აჯარიმებენ.

დღეს სწორედ ის დღეა, როცა კითხვები უნდა დავსვათ, არა მხოლოდ სიმბოლურად, არამედ რეალური ცვლილებების მოთხოვნით.

🙏 მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს:

🔸️გადახედონ შშმ პირების საკითხებზე მომუშავე სტრუქტურების ეფექტურობას და გამჭვირვალობას;

🔸️გააქტიურონ საკონსულტაციო საბჭოები და ჩართონ შშმ პირები გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

🔸️შეწყვიტონ შშმ პირთა დაჯარიმება, რაც ეწინააღმდეგება კონვენციების მოთხოვნებს და ადამიანურ ღირსებას;

🔸️ეს თარიღი არ უნდა გახდეს ფორმალობა, პირიქით უნდა იქცეს პოზიტიური მოქმედების დასაწყისად.

შშმ პირების უფლებების დაცვა არ არის მხოლოდ 14 ივნისის თემატიკა, ის ყოველდღიური რეალობაა და ეს სიჩუმე ყველაზე მტკივნეულია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ზრდა ნორმალიზდება, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბეა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ზრდა ნორმალიზდება, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბეა

15:51 12-09-2025
თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესგამოფენა  – „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესგამოფენა – „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართა

14:26 12-09-2025
“ჯივიპი” წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს
ახალი ამბები

“ჯივიპი” წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს

16:53 12-08-2025
ახალი ამბები

რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე? – თიბისი

15:42 12-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved