• რეკლამა
  • კონტაქტი
04:43, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაწყებით კლასებში მიდის მშობლებსა და მოსწავლეებზე ძალადობა” – რას წერს არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
18:43 10-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:

“განათლების სისტემა სრულ ქაოსსა და განუკითხაობაშია. უმაღლეს სასწავლებლებში ყოველ სემესტრში უფრო უარესდება სწავლის ხარისხი, რადგან “დისტანციური სწავლა” მხოლოდ სახელად ჰქვია, თორემ არაფერი აქვს ამ სისტემას არაფერი აქვს საერთო “დისტანციური სწავლების” მეთოდოლოგიასთან. უნივერსიტეტები პრაქტიკულად ხელისუფლების დირექტივას დაყვნენ და სტუდენტების ინტერესებიდან კი არა, მოხელეების კომფორტის ზონიდან ამოვიდნენ.

კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა სკოლებში. სკოლებში საერთოდ სრული განუკითხაობაა, დაწყებით კლასებში მიდის კლასების დაჩეხვა, არევა, მშობლებსა და მოსწავლეებზე ძალადობა. ვისაც სკოლაში სიარული უნდა, პრაქტიკულად მოძალადეობენ მათზე დისტანციურზე გადაყვანის მიზნით. სამინისტრო ფორმალურად ამბობს, რომ ერთი ბავშვი მაინც რომ დადიოდეს კლასში, სწავლა უნდა გაგრძელდეს სკოლაში და აქ საერთოდ სრული ქაოსი და მოსწავლეთა უფლებების დარღვევა ყოველდღიური რეჟიმი ხდება. კლასებს ჩეხავენ, ურევენ ერთმანეთში. მასწავლებლები კომფორტის ზონას ეძებენ, კლასებში მშობლების ერთი ნაწილი ზემოქმედებს მეორეზე რომ მოსწავლეების ნაწილმა უარი თქვას იძულებით სკოლაში სიარულზე, რადგან პრაქტიკულად აშანტაჟებენ, რომ შეუცვლიან მასწავლებელს, კლასს… დაწყებით კლასებში კი ეს ორმაგი სტრესის რეჟიმია ბავშვებისთვის. ამგვარი შანტაჟის პროცესი ხშირად მასწავლებლებისგანაცაა მართული. ძალიან ძნელი ხდება დაიცვა ბავშვი ასე ორმაგი სტრესის რეჟიმისგან, თავნება და მოძალადე ადამიანების, სკოლის არაკომპეტენტური დირექტორის ხელში, რომელსაც მართვა არ შეუძლია და სკოლებს აქცევს ინტრიგებისა მავნებლობის სივრცედ და ა.შ.

ერთი სიტყვით, საგანმანათლებლო სივრცე სრული ქაოსის პირობებშია სწავლების თითქმის ყველა საფეხურზე და ამ ყველაფრის შედეგებს ძალიან მძიმედ მივიღებთ ხვალ და ზეგ.”

თეგები: არჩილ გამზარდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved