• რეკლამა
  • კონტაქტი
03:19, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დატოვოს დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის თავმჯდომარის პოსტი” – პეტიცია

ალია ავტორი - ალია
18:16 03-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
748

“დატოვოს დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი” – ამ სახელწოდებით პლატფორმაზე manifest.ge პეტიცია გამოქვეყნდა.

რაგბის გულშემატკივრები წერენ:

“რაგბი მხოლოდ მორაგბეების კი არა, გულშემატკივრების, მთელი ქვეყნისაა და ვეცდებით ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაში გატარებული იყოს მათი ინტერესები.“ – ეს დავით კაჭარავას სიტყვებია, რომელიც მან 2021 წლის შემოდგომაზე რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ არჩევისას წარმოთქვა. ამ დროს იგი უკვე იყო საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი.

მოგეხსენებათ, რომ 2023 წლის 7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ. მისი ინიციატორი არის ”ხალხის ძალა“, რომლის ერთ-ერთი წევრი და კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი არის მორაგბე, ცენტურიონი, დავით კაჭარავა. მან ხმა მისცა კანონპროექტს პირველ მოსმენაზე, ხოლო მეორე მოსმენაზე, რომელიც მასობრივი გამოსვლების, საზოგადოების დარბევისა და მოსახლეობასთან ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ სასწრაფოდ ჩაინიშნა, მას ხმა არ მიუცია კანონპროექტის საწინააღმდეგოდ.

ზემოთხსენებული კანონპროექტი მიზნად ისახავდა თავისუფალი აზრის ჩახშობას, ადამიანთა დასმენის, დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის შეზღუდვის დაკანონებას. ეს სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას იცავს.

კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ჩვენ, ქართული რაგბის გულშემატკივრებს, მიგვაჩნია, რომ თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნისთვის ჩვენთვის უმინიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რაგბის კავშირის გამგეობას ხელმძღვანელობს, არ უნდა იყოს შემჩნეული ანტისახელმწიფოებრივ და მეტიც, მოღალატეობრივ პოზიციაში.

  • არ შეიძლება დავით კაჭარავა, როგორც რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, განსაზღვრავდეს ქართული რაგბის მომავალს და იღებდეს მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
  • არ დაგვვიწყებია ის გულისწყვეტა, სირცხვილის, უხერხულობისა და იმედგაცრუების შეგრძნება, როცა რაგბიდან მისი წასვლით გულნატკენებმა სპორტსმენი მეორე დღესვე ”ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში ვნახეთ.
  • რაგბი არის საქართველოს, მისი მოქალაქეების საკუთრება, ჩვენი საამაყო სპორტი. ის იმ ადამიანებს ეკუთვნის, რომლის უმეტესობაც უარს ამბობს რუსულ კანონზე და გეზი აქვს აღებული ევროპისკენ, ამიტომ ამ ეროვნული სპორტის ბედის განმსაზღვრელი ვერ იქნება ადამიანი, რომელიც როგორც პარლამენტარი, საპირისპიროს აკეთებს.
  • საქართველოს რაგბის კავშირის გაცხადებული მიზანია ევროპულ და მსოფლიო ტურნირებში მონაწილეობის მიღება და გამარჯვება, რაც თავის თავში სრულიად გამორიცხავს ანტიევროპული ნაბიჯების გადადგმას.
  • გულშემატკივრების სახელები და გვარები მორაგბეებს სათამაშო ფორმაზე აწერიათ და ეს არის ყველაზე დიდი კავშირი, რომელიც მოთამაშესა და გულშემატკივარს შორის შეიძლება არსებობდეს. ჩვენ, ჩვენი ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებებით და თითოეული მორაგბით ამაყები, ყველგან და ყოველთვის მორაგბეების გვერდით ვართ და პირნათლად ვასრულებთ მე-16 მოთამაშის როლს, რის გარეშეც მიუღწეველია ნებისმიერი მცირე გამარჯვებაც კი.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რაგბის კავშირი სახელმწიფო ინსტიტუციაა და გადასახადის გადამხდელთა ფინანსური მხარდაჭერით არსებობს, ჩვენ ვთვლით, რომ დავით კაჭარავამ არ შეასრულა თავისი სიტყვა, რის გამოც, მოვითხოვოთ, მან გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობა დაუყოვნებლივ დატოვოს.”,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დავით კაჭარავა საპარლამენტო უმრავლესობის წევრია. ის ჯერ “ქართული ოცნების” რიგებში ირიცხებოდა, შემდეგ კი “ოცნებიდან” ფორმალურად წასული “ხალხის ძალის” წევრი გახდა.

თეგები: რაგბის კავშირი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved