• რეკლამა
  • კონტაქტი
02:36, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დათო ლიკლიკაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
15:15 01-28-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
643

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

ქუთაისი ემშვიდობება მარიკა მარუაშვილს, ლეგენდარულ ქალბატონს, ადამიანს, რომელიც მისი პრინციპულობის, პროფესიონალიზმისა და ნაკეთები სიკეეთეების გამო სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. მარიკა მარუაშვილი ათეულობით წლები სათავეში ედგა განათლების მუშაკთა პროფესიულ გილდიას, ის როგორც მასწავლებელთა სახლის დირექტორი გამითებული იყო მთელს პროფესიულ წრეებში. საბჭოთა საქართველოში იგი წარმოადგენდა თანამდებობის პირთა იმ იშვიათ გამონაკლისს, რომლებიც პარტიის წევრი არ იყვნენ, მაგრამ მათ კარიერას ვერავინ აფერხებდა. მას ქონდა უდიდესი ავტორიტეტი და ამ გავლენებს მხოლოდ სიკეთისთვის იყენებდა.

მარიკა მარუაშვილმა გამიკვალა მეც გზა, როდესაც მეორე კლასელი ბავშვი მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიმიყვანა და ავთანდილ სახამბერიძეს ჩამაბარა საიმედო ხელში. სწორედ მანდ შევხვდი ისეთ კარგ ადამიანებს როგორებიც იყვნენ და არიან სულხან მამისეიშვილი, გია გოგიშვილი, ენდი ძიძავა, თორნიკე მარჯანიშვილი, სპარტაკ ბენიძე, დავით გაჩეჩილაძე და სხვა მრავალი. ეს ადამიანებიც მარიკას სიკეთით ხელდასმულები იყვნენ. მასწავლებელთა სახლის ამ შენობაში ვინ არ იკრიბებოდა, მისი მეგობრები ოტია იოსელიანი, ნესტან კვეიძე, ზურაბ კუხიანიძე… სწორედ აქ დავმეგობრდი ამ სულმნათ ადამიანებთან.

დიდი მადლობა ძვირფასო “მარიკა მამიდა”, თქვენ ხომ ყველას მამიდა იყავით ვისაც უჭირდა, ვისაც სციოდა, ვისაც მამა არ ჰყავდა და ზოგადად რამდენი რამე შეძელით ერთი ცხოვრებით.

იძინეთ მშვიდად, მსუბუქი იყოს ქართული მიწა თქვენი კეთილი სულისთვის. მე არასოდეს დამავიწყდებით! – წერს დათო ლიკლიკაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved