• რეკლამა
  • კონტაქტი
07:31, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაჭრილები ზვიადაურმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა – თვითმხილველები მკვლელობის შესახებ

ალია ავტორი - ალია
12:13 08-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

სამი მოკლული, ორი დაჭრილი – წინანდალში მომხდარი მკვლელობისთვის ორი პირი დააკავეს.  დაპირისპირება ე.წ. მუხიანის ტყეში ძმებ ზვიადაურებს, მათ მეგობარსა და მათთან დაპირისპირებულ მუშებს შორის დაიწყო.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, მუხიანის ტყე, ტყის ფონდიდან ცოტა ხნის წინ, იქ დაწყებული სამშენებლო სამუშაოების გამო ამოიღეს. სამშენებლო ობიექტის მიმართ ინტერესი ჰქონდათ, ძმებ ზვიადაურებსა და მათთან დაპირისპირებულ მუშებს. ტერიტორიაზე დაპირისპირებას არაერთხელ ჰქონდა ადგილი, ინფორმაციას “მთავარ არხთან” თვითმხილველებიც ადასტურებენ.

რაც შეეხება გუშინ, 16 აგვისტოს მომხდარ მკვლელობას, ირკვევა, რომ ზვიადაურებთან დაპირისპირებული მუშები ტერიტორიაზე ერთ-ერთის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, რა დროსაც ძმები ზვიადაურები და მათი მეგობარი, ადგილზე მივიდნენ და მუშებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. სწორედ ამას მოყვა ადგილზე ჯერ ურთიერთშელაპარაკება, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირება.

ცეცხლი თავდაპირველად მუშების მიმართულებით, ზვიადაურების მეგობარმა, ვასილ ცეცხლაშვილმა გახსნა, რასაც დაპირისპირებული მხარის, ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო გასროლა მოჰყვა. კენჭოშვილის გასროლის შედეგად 2 პირი გარდაიცვალა, ორი კი დაიჭრა, გარდაცვლილებს შორის იყო ზურაბ ზვიადაურის ძმაც. ამის შემდეგ, ნიკა კენჭოშვილის მიმართულებით ცეცხლი გახსნა ზურაბ ზვიადაურმა.

ადგილობრივების თქმით, სროლის ხმა ადგილზე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ისმოდა.

დაპირისპირების შემდეგ, ზურაბ ზვიადაურმა დაჭრილ პირები მანქანაში თავად ჩასვა და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved