• რეკლამა
  • კონტაქტი
06:09, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დასრულდა ის დრო, როცა ხელისუფლება ემსახურებოდა უცხო ქვეყნების ინტერესებს, ეს დაიმახსოვროს ყველამ კარგად” – პრემიერი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ალია ავტორი - ალია
14:35 03-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
161

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციას გამოეხმაურა. მისი აზრით, ევროპარლამენტარებს არ აინტერესებთ ქართველი ხალხის აზრი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.

 

“მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე კვირის წინ მიღებულ სამარცხვინო რეზოლუციას, ევროპარლამენტის, რითაც რეალურად ამ ადამიანებმა ქართველ ხალხს და ჩვენ გვითხრეს, რომ ეს ადამიანი, ბატონი სააკაშვილი, არის მათი აგენტი, მათი მსახური იყო, მათ უბრალოდ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის აზრი, მათ არ აინტერესებთ, რომ ეს ბატონი სააკაშვილი ჩაგრავდა, აწამებდა, კლავდა ხალხს, ბიზნესს ატერორებდა, იყო სრულად დახშული მედია თავისუფლება, არცერთი მედია არ არსებობდა, ამ ყველაფრის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ამ კაცმა და მისმა ბოროტმა რეჟიმმა ჩაიდინა ძალიან მძიმე დანაშაულები, როგორიც არის გირგვლიანის მკვლელობა, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, რომელიც ლამის მოკლეს, უშუალოდ დადასტურებულია, რომ სააკაშვილის მითითებით მოკვდა, არ აინტერესებთ რეალობა, რომ ტვ იმედი, რომელიც დაარბიეს და ძალადობრივად წაიღეს, მიისაკუთრეს, არც ის აინტერესებთ, რომ ბატონი სააკაშვილი ჩამობრძანდა, რა თქმა უნდა, უკანონო გზით შემოვიდა, დაარღვია მან კანონი და აპირებდა, უნდოდა რევოლუციის მოწყობა, სისხლიანი დარბევები და ადამიანების დახოცვა.

აი ეს ყველაფერი არ აინტერესებთ, მათ გვითხრეს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ თქვენი აზრი არ გვაინტერესებს, არც თქვენი სუვერენიტეტი არ გვაინტერესებს, არც თქვენი დამოუკიდებლობა, არც თქვენი აზრი არ გვაინტერესებს, ეს კაცი იყო ჩვენი მსახური, ჩვენი აგენტი, და უნდა გამოუშვან ციხიდან. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდა უცხო ქვეყნების ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს და ეს დაიმახსოვროს ყველამ კარგად”, -თქვა ღარიბაშვილმა.

 

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved