• რეკლამა
  • კონტაქტი
03:50, ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, დასმენა „ქართული ოცნების“ ხელში ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი „მოდუს ოპერანდი“ გახდა” – თაზო დათუნაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:45 08-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
233

,,ძლიერი საქართველოს” წევრი თამაზ დათუნაშვილი ენჯეობის ანგარიშების დაყადაღების ფაქტს ეხმაურება:

„ქართულმა ოცნებამ დღევანდელ საქართველოში სტალინური ეპოქის საბჭოთა დასმენის სისტემა მოქმედებაში მოიყვანა და მათივე მართული დაკონტრაქტებული დამსმენის ვატო შაქარიშვილის დასმენის საფუძველზე შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას ყველა ფინანსური ანგარიში დაუყადაღა.

დასმენა „ქართული ოცნების“ ხელში ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი „მოდუს ოპერანდი“ გახდა.
ეს მოქმედება პირდაპირ შეგვიძლია განვიხილოთ ევროსაბჭოს ექსპერტთა დასკვნის პასუხად და მივიღოთ როგორც პოლიტიკური გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ შეუდგა, რაც პირდაპირ დაპირისპირებაშია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, საქართველოს ევროპულ გზასთან. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხე რეალურად უდგება, რადგან “ქართული ოცნება“ ჩვენი პარტნიორების რჩევების აბსოლუტურ საწინააღმდეგოს აკეთებს. ამ ნაბიჯითაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის საქართველოში რუსული სპეცსამსახურების ინტერესებს ატარებს.
საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია გამოვფხიზლდეთ და იმ პროცესში ჩავერთოთ, რაც ნიშნავს „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი, დიდი სახალხო მოძრაობით დამთავრებას. ამ გზაზე საეტაპო მოვლენაა 4 ოქტომბრის არჩევნები. 4 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ვაჩვენოთ, რომ ვატო შაქარიშვილის დასმენის, ბერიასა და სტალინის გზა საქართველოს მომავალი არ არის!
საქართველო ამ საზიზღარი პრაქტიკების გარეშე გადარჩება“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
(R)
თეგები: თაზო დათუნაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved