• რეკლამა
  • კონტაქტი
19:09, პარასკევი, 14 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დასავლეთში ვინც მიდის განათლების მისაღებად, მართლა სატანისტია? თქვენი შვილებიც მიდიან” – დეკანოიძე პრემიერს

ალია ავტორი - ალია
14:53 06-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,065

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე განაცხადა.

„საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ნამდვილად ვგრძნობ, ეს ადამიანი რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრია და ეს არის ოპოზიციის პასუხისმგებლობა, რომ დღემდე ეს გუნდი, ეს პარტია და ეს ადამიანი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ის შეურაცხყოფა, რომელიც ახლა მან ტრიბუნიდან გააჟღერა, ეს არის ნამდვილად ჩემი და ოპოზიციის ყველა წარმომადგენლის პასუხისმგებლობა და ეს მინდა თამამად ვთქვა.

ბატონო ირაკლი, თქვენ საუბრობდით სტატუსზე და რაღაც კამპანიურად ამბობთ, რომ სტატუსი მნიშვნელოვანია და ა.შ. თქვენი გუნდის წარმომადგენელი, კახა კალაძე, ამბობს, რომელიც, თუ არ ვცდები, რაღაც თანამდებობას იკავებს „ქართლ ოცნებაში“, რომ სტატუსს თუ არ მოგვცემენ, ესეც არ არის პრობლემა და მე მაინტერესებს, იზიარებთ თუ არა თქვენ მის ამ განცხადებას, რომ თუ სტატუსს არ მოგვცემენ, ესეც პრობლემა არ არის?

მეორე, რაც მაინტერესებს, ეს არის, რატომ არ მიდიხართ ვილნიუსის სამიტზე და ხომ არ უკავშირდება ეს „გლობსეკზე“ თქვენს განცხადებებს, როდესაც ნატო-ს ასპირანტმა ქვეყანამ პირდაპირ დაადანაშაულა ნატო, თქვენს განცხადებას ვციტირებ, იმაში, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია მოხდა და რატომ არ ესწრებით იმ ძალიან მნიშვნელოვან სამიტს?

თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს, ვინც აქ რუსულ კანონს აპროტესტებდა, სატანისტებს უწოდებდით. ამიტომ მე მართლა მაინტერესებს, ასე ფიქრობთ, თუ ყველა, ვინც დასავლეთში მიდის განათლების მისაღებად, მართლა სატანისტია? და მათ შორის ძალიან ბევრი თქვენი შვილებიც მიდიან. ახალს არაფერს არ ველოდებოდი აქ თქვენგან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღეს თქვენს თავსაც გადააჭარბეთ.”

თეგები: ხატია დეკანოიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved