თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, აშშ დასავლურ ქვეყნებთან ერთად მუშაობს, რომ უკრაინას არტილერია მიაწოდოს.
ამასთან ფსაკიმ თქვა, რომ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯეიკ სალივანს კიევის ოფიციალურ პირებთან სამხედრო დახმარების შესახებ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
ტელეგრამ არხებზე კი ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რა ტიპის იარაღზეა საუბარი, თუმცა, აქვე შეგახსენებთ, რომ ჩამონათვალი, რომელიც ტელეგრამ არხებზე ვრცელდება, ჯერჯერობით ოფიციალურ უწყებებს არ დაუდასტურებიათ:
- M270 MLRS-თვითმავალი მრავალფუნქიური გამშვები სარაკეტო სისტემა (მოქმედების რადიუსი 45-70 კილომეტრი);
- MGM-140 (ATACMS)ტაქტიკური სარაკეტო საარტილერიო და ტაქტიკური ბალისტიკური სისტემა (მოქმედებეის რადიუსი 300 კილომეტრი);
- M142 HIMARS- მაღალი მობილური საარტილწრიო სარაკეტო სისტემა, 227 მმ კალიბრი (მოქმედების რადიუსი 300-510 კილომენტრამდე).
კომენტარები