• რეკლამა
  • კონტაქტი
03:30, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დარწმუნებული ვიყავი, რომ ციხეში მოვკვდებოდი” – რას ამბობს გათავისუფლებული კარა–მურზა

ალია ავტორი - ალია
14:00 08-02-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,640

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმირ კარა-მურზას თქმით, დარწმუნებული იყო, რომ ციხეში მოკვდებოდა და ვერ იჯერებს, რომ თავისუფალია. ამის შესახებ მან გათავისუფლების შემდეგ თვითმფრინავში ყოფნისას ოჯახის წევრებთან სატელეფონო საუბრისას თქვა.

“დარწმუნებული ვიყავი, რომ ციხეში მოვკვდებოდი. ვერ ვიჯერებ, რომ ეს ხდება. მგონია, რომ ისევ ომსკში ჩემს საკანში მძინავს და არა ის, რომ თქვენი ხმა მესმის. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ თქვენ ამდენი ადამიანის გადარჩენით შესანიშნავი საქმე გააკეთეთ. მგონი, ამ თვითმფრინავში 16 ადამიანი ვართ. კიდევ ერთხელ, ვერ ვიჯერებ, რომ ეს ხდება. ამიტომ, მინდა ვთქვა, რომ, ჩემი აზრით, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა”. – თქვა კარა-მურზამ. 

თეთრმა სახლმა 2 აგვისტოს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც აშშ-რუსეთის პატიმართა გაცვლის შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლებულ ადამიანებს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მათი ოჯახის წევრებს შორის სატელეფონო საუბარია ასახული. ვიდეოში WSJ-ს ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის, აშშ-ს ყოფილი საზღვაო ქვეითი ჯარისკაცის, პოლ ვილანისა და კარა-მურზას საუბარი ისმის, რომლებიც თვითმფრინავში იმყოფებოდნენ.

ვლადიმირ კარა-მურზას სახელმწიფო ღალატისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის 2023 წლის აპრილში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის ბრალდებებს უარყოფდა და სასამართლოს სტალინური პერიოდის გასამართლებებს ადარებდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved