ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია ეხმაურება:
“ჩემთვის მოსალოდნელი იყო ეს გადადგომა, იმდენად დისკრედიტირებული იყო წინა პროცესი არჩევნების, რომელიც ქალბატონი ჟვანიას მეთაურობით ჩატარდა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებდა, შემდეგ არჩევნებზე ეს პრობლემა მოეხსნა. ამიტომ, ლოგიკურია ეს ამბავი და დარწმუნებული ვარ, ქალბატონ ჟვანიას გადაიყვანენ სხვა საპატიო ადგილზე”.
კომენტარები