• რეკლამა
  • კონტაქტი
15:14, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დაჭერაც სურთ!” – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:07 08-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
862

 ,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი:

,,მორიგჯერ ვცემ პასუხებს დასმულ შეკითხვებზე:

მე არანაირ კამპანიას არ ვმართავ და არც არასდროს ვმართავდი- არც ვინმეს წინააღმდეგ და არც ვინმეს მხარდასაჭერად. მე ყოველთვის საჯაროდ ვაფიქსირებ და ვიცავ ჩემს პოზიციებს, ეს კი, კამპანია არ არის, ეს აზრის გამოხატვის უფლებაა, კამპანია სულ სხვა რამეს ნიშნავს.

ირაკლი ღარიბაშვილი იყო და არის ჩემი მეგობარი და თუ რამით შემიძლია გვერდში დავუდგე, დავუდგები. ამავდროულად, ირაკლი ღარიბაშვილი არ დგას ჩემს უკან და არც არასდროს არ მდგარა, ღარიბაშვილი წარმოადგენდა „ქართულ ოცნებას“, მე- პატრიოტთა ალიანსს და ეს ყოველთვის ორი განსხვავებული პოლიტიკური გუნდი იყო.

საჯარო ინფორმაციის გარდა ანუ ღარიბაშვილის წერილების ან მისი ადვოკატების განცხადებების გარდა, მე არანაირ სხვა ინფორმაციას არ ვფლობ. ინფორმაციას, ისევე როგორც სხვები, მეც მხოლოდ საჯარო სივრციდან ვიღებ.

დღეს მე ვხედავ, რომ ღარიბაშვილს ახალ ბრალს უყენებენ ანუ ხდება ის, რაზეც თავად ღარიბაშვილმა დაწერა, რომ მას ემუქრებოდნენ ახალი საქმის აღძვრით.
მე მჯერა ღარიბაშვილის განცხადების ანუ მჯერა, რომ მას ივლისში მართლა მიუტანეს წერილი და რადგან ღარიბაშვილი ამბობს, რომ წერილი მდინარაძისგან იყო, მე ამისი მჯერა.
ამ წერილში ჩემი გვარი რატომ გაჩნდა? წესით, არ უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ მე ამ საქმეებთან არანაირი შეხება არა მაქვს, მაშინ რატომ გაჩნდა?
ვფიქრობ, კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი ცდილობს ჩემი და ჩემი მეგობრების რაღაცა ხაფანგში გაბმას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩვენს წინააღმდეგ რაიმე დიდი პროვოკაცია იყოს დაგეგმილი, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ საჯაროდ ვამხელთ კობახიძეს, ეს ჯგუფი დღეს ქვეყანაში ყველაზე სახიფათო ჯგუფია, ამ ჯგუფმა უამრავი ხალხი დაიჭირა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დაჭერაც სურთ!

კვლავ ღარიბაშვილზე- ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, სრულიად ნათელია, რომ კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი ცდილობს ღარიბაშვილს დააბრალოს ჯარის გაძარცვა. არსებობს ძალიან მტკივნეული და მგრძნობიარე თემები: საბავშვო ბაღები, სკოლა, პენსიონერები, ჯარი… ეს ის თემებია, რომელიც თითოეულ ადამიანს გულზე ხვდება, ეს ის თემებია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აღელვებს და თუ კაცის მოსპობა გინდა, მას ან ჯაშუშობა უნდა დააბრალო ან ბავშვების, პენსიონერებისა და ჯარის ძარცვა. ჩემი აზრით, ახლა სწორედ ეს ხდება. ღარიბაშვილს უნდა დააბრალონ ჯარის გაძარცვა და მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე. ჯერ ერთი- მოვლენებს დაასწროს და, რაც მთავარია, ხალხს გააგებინოს მისი სიმართლე.

ღარიბაშვილის ოჯახის წევრები დაკავშირებულნი იყვნენ ღვინის ბიზნესთან, ეს ერთი თემაა: უნდა აესახა თუ არა ხსენებული ინფორმაცია დეკლარაციაში (შეგახსენებთ, რომ სწორედ ამის გამოა დაპატიმრებული), მაგრამ ეს ხომ ცხადყოფს, რომ ღარიბაშვილს არ ჰქონდა საჭიროება,- ბურჭულაძისგან ნაწილ-ნაწილ ქრთამის აღების?! ბურჭულაძე დღეს ციხეშია, მე არვიცი, რა ზეწოლაა მასზე, მაგრამ ვუშვებ აზრს, რომ ის იძულებული გახადეს ხელი დაედო ღარიბაშვილისთვის. ამ აზრს მიძლიერებს ღარიბაშვილის ადვოკატის განცხადება, რომ არანაირი ქრთამი არ ყოფილა, რომ ღარიბაშვილი ამ ბრალს არ აღიარებს. მე ვვარაუდობ, რომ ამ დღეებში კიდევ ბევრი რამეს მოეფინება ნათელი.“

თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved