“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების დაანონსებას ეხმაურება და წერს:
“აბა, თუ გამოიცნობთ, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაც კი (მით უმეტეს, ევროტურნეს საპასუხოდ), რა ზემოქმედებას იქონიებს სტატუსის მიღების შანსებზე (ისედაც დაბალზე)?
ps მაინცდამაინც დარწმუნებული არც იმაში ვიქნებოდი, რომ 100 ხმა ვერასგზით ვერ მოგროვდება. მაინცდამაინც თავს ნუ დადებთ ამაზე”
კომენტარები