პეტერბურგში მოღვაწე ქართველი მილიარდერის ბადრი კაკაბაძის შვილი დავით კაკაბაძე “ნამახვანჰესის” ასაშენებლად მოძრაობას აფუძნებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“ნამახვანჰესის ასაშენებლად ვაფუძნებ მოძრაობას, ვისაც გაქვთ სურვილი შემოგვიერთდით. მგონი რომ უკეთესი კომფიგურაციით და პირობებით უნდა აშენდეს ჰესი და დარჩეს ეს სიმდიდრე ქართველებს! გავითვალისწინოთ ყველა შეცდომა და გავაკეთოთ მაგარი ქართული საქმე! 800 მილ დოლარის აწევას არაფერი უნდა, კონტრაქტი ხომ ყველას ნანახი გვაქვს. – წერს დავით კაკაბაძე.
ცნობისათვის, კომპანია ENKA-მ საქართველოს სახელმწიფოსთან არსებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განცხადა. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი დასახელდა.
კომენტარები