• რეკლამა
  • კონტაქტი
03:31, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დაპირისპირება მოხდა ორ სტუმარ მხარეს შორის…“ – „რატის ბარი“ განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
11:43 05-13-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
205

თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ ბარის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გამარჯობა

პირველ რიგში, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, გამძლეობას ვუსურვებთ ამ რთულ პერიოდში. დაპირისპირება მოხდა ორ სტუმარ მხარეს შორის და არანაირ შუაში არ არის რატის ბარის არც ერთი თანამშრომელი. მომუშავე პერსონალი მომხდარ დღეს დაიკითხა შსს-ს მიერ. ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ მომხდარ ფაქტზე დაკავებულია 2 პირი. დამნაშავე უნდა დაისაჯოს!

როგორც ჩანს, საზოგადოების ნაწილისთვის რთულია, გაარკვიოს რა არის სიმართლე და რა ტყუილი. ეს არ არის პირველი შემთხვევა ჩვენი ბარის მიმართ დეზინფორმაციის. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რაც სოციალურ ქსელში იწერება, გთხოვთ, თავი შეიკავოთ წინასწარი დასკვნებისგან. დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ეს საზარელი შემთხვევა ჩვენი გუნდისთვის უდიდესი ტრავმაა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, „რატის ბარი“ 18 წლის ალეკო შაკიაშვილი მოკლეს.

12 მაისს პროკურატურამ წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევ 36 წლის ივანე გიგლემიანს, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ხულიგნური ქვენაგრძნობით და სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

45 წლის რაჯი პაკელიანს კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას (სსკ-ის 376-ე მუხლი) ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, „რატის ბარში“ ბრალდებულმა კაცმა ალეკო შაკიაშვილს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები დანით მიაყენა. ახალგაზრდა მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელიც პროკურატურის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, განზრახ მკვლელობა, ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved