ბაღის პედაგოგებს, რომლებსაც იანვრიდან ხელფასების გაზრდას ჰპირდებოდნენ, ანაზღაურება არ გაეზარდათ. ოპოზიციის თქმით, გურიაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავად ხელფასები 50 % გაიზარდა, თუმცა ბაღის მასწავლებლებს ანაზღაურების გაზრდა ივნისის თვეში გადაუწია.
ლევან ხაბეიშვილი, მედიასთან ამბობს:
“44 ბაღია, რომ დაპირდნენ ანაზღაურების მომატებას იანვრიდან… მოსახლეობამ უნდა იცოდეს, 200 ლარად მუშაობენ ბაღის თანამშრომლები, 180, 220, 300 ლარია მაქსიმუმ მათი ანაზღაურება. მათ არ უმატებენ და ამასობაში მაგალითად, საკრებულოს თავჯდომარის 3000 ლარიანი ანაზღაურება ხდება 4500 ლარი, 2600 ლარიანი მოადგილის ანაზღაურება ხდება 3400 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარეს 50% ეზრდება და ბაღის თანამშრომლებს 20 ლარს არ უმატებენ”
კომენტარები