• რეკლამა
  • კონტაქტი
06:09, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაფიქრდით, რუსეთუმეებო… ასე გამზადებული სიებით ჩამოივლიდნენ აქაც, არც “ოცნების” აქტივისტებს დაინდობდნენ” – ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:21 09-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
313

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:

“უკრაინელებს იზიუმშიც ზუსტად ის სურათი დახვდათ, რაც ბუჩეში. ოკუპანტები წინასწარ გამზადებული სიებით დადიოდნენ და ხოცავდნენ იმ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებსაც ოდესმე უმსახურიათ უკრაინის საჯარო სექტორში (პოლიციელები, ჯარისკაცები, სამინისტროების ან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ა.შ.).
თუმცა, რუსეთის ამ ქმედებაში ახალი არაფერია. მათ, ხელმძღვანელობდნენ რა სტალინის პრინციპით “არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა”, გააკეთეს ზუსტად იგივე, რაც მანამდე ჩაიდინეს ჩვენთან 1921, 1924, 1937 წლებში, მერე კატინში, მერე აფხაზეთში, მერე ჩეჩნეთში, მერე 2008 წელს, მერე სირიაში…
ასე გამზადებული სიებით ჩამოივლიდნენ აქაც თუ უკრაინაში გაიმარჯვებდნენ და ჩვენ დაგვიპყრობდნენ.
და არ იფიქროთ, რომ ან “ოცნების” აქტივისტებს დაინდობდნენ, ან – სუსის თანამშრომლებს იმის გამო, რომ დღეს ისინი მათი მოკავშირეები არიან.
ისევ უკრაინის მაგალითი რომ ავიღოთ, ოკუპანტებმა დახოცეს ისინიც, ვინც ადრე უკრაინის ყველაზე პრორუსი პრეზიდენტის იანუკოვიჩის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ ან მის დროს მუშაობდნენ საჯარო სექტორში.
ყველაზე მეტი უბედურებაც (დაბობმვები, გაუპატიურებები, მკვლელობები და ა.შ.) ხომ სწორედ იმ რუსულენოვან ნაწილს მიაყენეს, რომლებიც ვითომდა “დასახმარებლად” დაიწყეს ეს საშინელი ომი.
ასე რომ ერთხელ მაინც დაფიქრდით აქაურო რუსეთუმეებო, (რომლებიც ბევრი ხართ დასაქმებული იმავე საჯარო სექტორში) რა გელით თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს რუსული ოკუპაციის შემთხვევაში!”

იზიუმის მასობრივ სამარხებში 6 წლის გოგონას გვამი იპოვეს

თეგები: ზურაბ ბატიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved