• რეკლამა
  • კონტაქტი
04:49, ხუთშაბათი, 21 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დანილოვმა ძალიან არასწორი განცხადება გააკეთა” – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
18:32 02-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
534
ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
“დანილოვმა ძალიან არასწორი განცხადება გააკეთა – “Я не знаю, в каком мире они живут. С одной стороны они хотят нашей кровью вернуть себе землю, а с другой стороны они издеваются над нашими гражданами. Это недопустимо просто”….
საქართველო რუსეთთან ომის ცხელ ფაზაშია 1991 წლიდან… ჩვენს ხარჯზე ათწლეულებით მოიწყო მშვიდობა არა ერთმა პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანამ. კოსოვო გახდა საქართველოს წინააღმდეგ რუსული ვენდეტის ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ არასოდეს დაგვიჩივლია ამაზე და ჩვენი სისხლით გადავიხადეთ საფასური.
საქართველოს მოსახლეობა აბსოლუტურად სოლიდარულია უკრაინის სახელმწიფოსი და ამის დამადასტურებელი არა ერთი ფაქტი არსებობს – ჩვენი გმირების ომში ჩართულობიდან და გაღებული სისხლიდან დაწყებული, იმ სვანური ღუმელით დასრულებული, რომელიც დღეს, თუნდაც ერთ ბავშვს და მოხუცს ათბობს.
გლობალური პოლიტიკური პროცესი და განცხადება იმაზე, რომ ამ ომის დასრულებამ გეოპოლიტიკური-გეოგრაფიული ანუ სახელმწიფო ტერიტორიული ბალანსი უნდა აღადგინოს იმაზე კი არ მეტყველებს, ქართველები უკრაინელების სისხლით ვაპირებთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არამედ იმაზე, რომ ასეთი პროცესების დროს ხდება ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. უამრავი ინდიკაცია არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინის ტერორისტულმა რეჟიმმა, შესაძლოა, უკრაინის ფრონტზე მარცხის ფონზე ლოკალური გამარჯვება გადაწყვიტოს სხვა – უფრო სუსტ სახელმწიფოში და ეს სახელმწიფო ვართ ჩვენ. ამ პირობებში (რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ) ძნელია დასავლეთისგან მოითხოვო უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები არა მხოლოდ სიტყვით, არამედ კონკრეტული ქმედებებით. სიტყვიერი გარანტიები და მხარდაჭერა ისედაც გვაქვს და ეს ჰქონდა უკრაინასაც.
განაპირა ევროპის აღქმა იყო იმის მიზეზი, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილის ხვეწნა 2007-2008 წლებში ვერ შეისმინა დასავლურმა ბიუროკრატიამ. დღეს იმ სახელმწიფოს დამუნათება, რომელიც უკვე იმყოფება ოკუპაციის რეჟიმში და მისი დედაქალაქის პირისპირ, სულ რაღაც 38 კილომეტრში რუსეთის საშუალო მანძილის რაკეტები დგას, უხერხულია.
ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე არა ერთი ევროპელი ლიდერი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ ობამასეული გადატვირთვის პოლიტიკის ანარეკლები თუ დიდი ომის შიშები მათ გამბედავი განცხადების გაკეთების უფლებასაც კი არ აძლევდა.
2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნისა და მისი პრეზიდენტის უშუალო ჩართულობით გაფორმდა, მედიატორ მხარეს თავზე რომ გადაახიეს და დღესაც შეუსრულებელია – ახსოვს ვინმეს?
თუ პოლიტიკურ-დიპლომატიური პასუხისმგებლობა არ არსებობს, ან არსებობს მხოლოდ გამონაკლისებისთვის?
საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას არანაირი სანქცია არ მოჰყოლია და იმდროინდელმა ევროპულმა ბიუროკრატიამ 2 მილიარდიანი კრედიტის სანაცვლოდ განაგრძო მშვიდობიანი თანაცხოვრება პუტინთან. თან უხაროდათ, რომ პრეზიდენტ ბუშს ვადა ეწურებოდა.
ის ომი ჩვენთვისაც მამულისთვის ომი იყო… და ჩვენი მხარდამჭერი სახელმწიფოები პარალელურად მილიარდიან გარიგებებს აფორმებდნენ კრემლთან – ვინ გაზის, ვინ ნავთობის, ვინ კიდევ შოკოლადის ბიზნესში….
ცალკე საკითხია სანქციების თემა… აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს, ევროპის საბაჟო და სხვა სტრუქტურებს აქვთ ყველანაირი რესურსი ღიად განაცხადონ, რას არღვევს საქართველო ამ მიმართულებით და იმის ბერკეტებიც, რომ შესაბამისი, არასწორი ქმედებების შემთხვევაში განახორციელონ ქმედითი ღონისძიებები. ამ მიმართულებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს სახელმწიფოთაშორისი პრეტენზიები.
რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს. დიახ, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება უნდა უნდა იყოს გარანტირებული.
რადგან თავად “სააკაშვილის საქმე” უფრო ადრე დაიწყო ვიდრე ომი, რომელმაც ქართული პოლიტიკური ცხოვრება რბილად რომ ვთქვათ არია და თურმე, ამ საქმეში, არ არის გამორიცხული, ჩარეული ყოფილიყო რუსეთი (თავად მიხეილ სააკაშვილის განცხადების მიხედვით), ყველამ უნდა აღიაროს, რომ ეს გახდა ხელისუფლებებს შორის ურთიერთობის გაცივების მიზეზი. იმთავითვე ხომ არ იყო უპრიანი, ოფიციალურ კიევს გაეკეთებინა განცხადება მათი მოქალაქისა და მაღალი თანამდებობის პირის მიერ, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაშესაფერისი ქცევის თაობაზე და მყისიერად ეზრუნათ მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან გასაყვანად პარტნიორების ჩართულობით? სააკაშვილი, ახლაც შეუძლია უკრაინას გაიყვანოს საქართველოდან. დიახ, ახლაც და ეს არ არის საჯარო განცხადებების სივრცეში განსახილველი საკითხი.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მასთან გლობალური ხედვით არსებობს ერთადერთი პრეტენზია და ისიც საქართველოს მოსახლეობის მხრიდან – დღეს, ყველაფერი, ანუ იმაზე მეტი და ბევრად მეტი უნდა კეთდებოდეს სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, როგორც დიპლომატიურ ასევე თავდაცვის სფეროში.
ორივე მხარესთან (საქართველო-უკრაინა) პრეტენზია კი სწორად და ნათლად ჩამოაყალიბა ელჩმა დეგნანმა – ისაუბრეთ არასაჯარო სივრცეში და მოაგვარეთ პრობლემები.
ომის დაწყების პირველსავე დღეებში რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ – მათი ნებართვის გარეშე სახელებს არ დავწერ – ერთ-ერთ ობიექტის დასუფთავების სამუშაოები შეასრულა და სამი დღის განმავლობაში 1470 ლარი მოაგროვეს. ეს თანხა უკრაინის თანადგომის ფონდში ჩარიცხეს. ეს გულწრფელობა არის გაღებული სისხლი და ასეთი ათასობით ადამიანია აქ – საქართველოში, რომელთაც სულაც არ ადარდებთ რაზე საუბრობენ ხელისუფლებები – არამედ იციან, რომ უკრაინელი ხალხის და საკუთარი თავისუფლებისთვის უნდა დაიკოჟრონ ხელები. მაშინ, როდესაც იქ უკრაინაში დაკარგული ერთი სიცოცხლე ცრემლებით ავსებს თვალებს – „ჩვენი სისხლი“ და „ჩვენს ხარჯზე“ – არ არსებობს….”

რას პასუხობს ოლექსეი დანილოვი სალომე ზურაბიშვილს

თეგები: გოჩა მირცხულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

15:04 05-20-2026
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ახალი ამბები

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

13:57 05-20-2026
“გვირილას” ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

“გვირილას” ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის

13:52 05-20-2026
არქი შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან  სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს
ახალი ამბები

არქი შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან  სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს

08:00 05-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved