დანიაში კორონავირუსის მუტაციის შედეგად ვირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია ინფექციასთან ბრძოლის სახელმწიფო ინსტიტუტის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
მეცნიერები აცხადებენ, რომ კრონავირუსმაN439K მუტაცია განიცადა. ინსტიტუტის მონაცემებით, ტესტირებამ აჩვენა, რომ ადამიანების 10%-ს ახალი შტამის კორონავირუსითაა ინფიცირებული.
მანამდე, ახალი შტამის კორონავირუსიბრაზილიაში, ბრიტანეთსა და ბოლივიაში გამოვლინდა.
კორონავირუსის ახალი სახეობის გამო, 24 დეკემბრიდან 12 იანვრამდე ირლანდიაში მკაცრი შეზღუდვების რეჟიმი იმოქმედებს. ამის შესახებ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მიკალ მარტინმა განაცხადა.
14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.
კომენტარები