დანია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც ამერიკული კომპანია Merck-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის სამკურნალო აბების გამოყენება დაუშვა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის კირსტინ მოლ ჰარბოუს განცხადებით, გადაწყვეტილება კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდება. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ომიკრონ ვარიანტი კოპენჰაგენში მიმდინარე კვირას დომინანტი გახდება.
კომენტარები