• რეკლამა
  • კონტაქტი
08:58, კვირა, 20 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დანაშაულის ტოლფასია ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში არსებული უმძიმესი მდგომარეობა” – მედეა მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
17:06 09-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

“ლელოს” ლიდერმა მედეა მეტრეველმა და გორის და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაპუნა კობერიძემ კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში  საგანგებო ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგი ივანე ჯავახიშვილის მუზეუმის სავალალო მდგომარეობას ეხებოდა, რომელიც სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებს. 

“ლელოს” ლიდერის, მედეა მეტრეველის თქმით, დიდი საზოგადო მოღვაწის, ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალებიდან 80 წლის თავზე მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია და მას წლებია, არ ჩატარებია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის საჭირო გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები. 
“ამის გამო, შენობის ავარიული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მემკვიდრეობის ძეგლს, არამედ მასში დაცულ უნიკალურ ისტორიულ ექსპონატებს – ივანე ჯავახიშვილის პირად ნივთებს.  მუზეუმის მცირე ბიუჯეტი არ იძლევა საშუალებას გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად. მუზეუმის ადმინისტრაციის არაერთი თხოვნის მიუხედავად, სხვადასხვა მიზეზით, ხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების გადავადება გაურკვეველი ვადით. ანალოგიურ მდგომარეობაშია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული სახლ-მუზეუმები, რომელთა მოვლა-პატრონობაზე და მათში დაცულ ისტორიული მნიშვნელობის ექსპონატებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტროს და მუნიციპალიტეტებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, სრულ გულგრილობას იჩენენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ და სრულიად არამიზნობრივად ხარჯავენ საბიუჯეტო სახსრებს” – განაცხადა მეტრეველმა. 
კასპისა და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაპუნა კობერიძის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, რომელიც სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, პასუხისმგებლობა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეკისრება და მას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს ისეთ ისტორიულ ადგილებს, როგორიც ივანე ჯავახიშვილის მუზეუმია.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმედეა მეტრეველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved