რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას რუსული სიახლეების სააგენტო Interfax-ი ავრცელებს. ავარიის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომაც დაადასტურა.
“ვერტმფრენს ტურისტების ჯგუფი გადაჰყავდა. ვერტმფრენი დაშვებისას მავთულს დაეჯახა და სოფელ ტუნგურთან ჩამოვარდა”. – აცხადებენ სასწრაფო დახმარების სამსახურში.
“ჩვენი თანამშრომელი მივიდა ადგილზე. დაშავებულებს სხეულის 90%-მდე დამწვრობა აღენიშნებათ”. – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
კომენტარები