,,ჩემი აზრით დამთავრდა თბილისში ჩამოყვანილი ხალხის დრო” – ასე ეხმაურება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, ოპოზიციის მიერ თბილისში დაანონსებულ ფართომასშტაბიან აქციას, რომელიც 6 ნოემბერს გაიმართება.
გრიგოლიას თქმით, თვითმმართველობის არჩევნებმა დაამტკიცა, რომ რგიონები მზად არის პროტესტისთვის.
,,ახლა პროცესები რეგიონებში უნდა გადავიდეს, ჰო რეგიონებში. გიორგი კირთაძემ ხომ მოუგო იმ ვიღაც ჩიქოვან კაცს, რომელსაც ყველაფერი გაუკეთეს, რომ უსამართლო გამარჯვება დაეწერა, რეგიონებში მართლა დუღს პროტესტი. დამთავრდა თბილისში პროტესტის დრო, გადით ყველანი, გავიდეთ. ნურავის ნუღარ ჩამოიყვანთ რეგიონებიდან, ამ არჩევნებმა ცხადყო, რომ ისინი მზად არიან პროტესტისთვის”, – განაცხადა გრიგოლიამ.
წყარო: ,,ნიუპოსტი”
კომენტარები