იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა:
“ჩვენ უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანაში დამთავრდა ინფიცირების მეხუთე ტალღა და ახლა ვართ მეექვსე ტალღის დასაწყისში.
ბოლო 5-6 დღის განმავლობაში, შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. თუ 2 იანვარს, 3 დღის საშუალო მაჩვენებელი ყოველდღიურად 1660, დღევანდელი მონაცებით, ეს რიცხვი 3745-ია. პრაქტიკულად, 4 დღეში გაორმაგდა რაოდენობა – ეს არის „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელი“.
კომენტარები