• რეკლამა
  • კონტაქტი
17:02, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დამსხვრეული ოცნებების მთავრობამ საქართველოს რკინის ფარდა შემოავლო და ასობით ათასი ადამიანი შიმშილისთვის და სიღარიბისთვის გაწირა – სერგო ჩიხლაძე

ალია ავტორი - ალია
14:21 08-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით საზღვრების ჩაკეტვა აზარალებს არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკას, არამედ ეს გადაწყვეტილება  მოქალაქეების საზღვარგარეთ სამსხურებისა და სასწავლებლების დაკარგვას რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს . ჩიხლაძის თქმით მთავრობას კრიზისის მართვის გეგმა და უნარი არ გააჩნია და თვლის რომ მთავარი მიზეზი საზღვრების არ გახსნის, არის ის რომ არჩევნების ჩატარება ძალადობრივ გარემოში მოხდეს, რაც არადემოკრატიული არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს . „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი ხელისუფლებას ეპიდუსაფრთხოების სტანდარტების დაცვით საზღვრების გახსნიკენ მოუწოდებს, რადგან ყოველდღე იზრდება სიღარიბე, ბიზნესი იხურება და დღითიდღე მეტ ადამიანს ემუქრება შიმშილი.

 „დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლებამ საქართველოს რკინის ფარდა შემოავლო. ის რომ მთავრობა არ ხსნის საზღვრებს ზარალდება ეკონომიკა, მისი ყველა დარგი და ინდუსტრია, ტურიზმი, სარესტორნო ბიზნესი, ბინების გაქირავება. მაგრამ გარდა ბიზნესის დაზარალებისა, დამსხვრეული ოცნებები მთავრობა უშუალოდ შეეხო მოქალაქეების კეთილდღეობას. ამ არაგონივრული გადაწყვეტილებით, ათასობით ჩვენი თანამემამულე, რომლებიც ჩარჩნენ საქართველოში და ვერ მიდიან საზღვარგარეთ ოფიციალურ სამუშაო ადგილებზე, სადაც ისინი ოფიციციალურად, ლეგალურად მუშაობენ. მრავალი ახალგაზრდა ვერ მიდის სასწავლებლად, მოგეხსენაბათ, რომ მომდევნო სწავლის სემესტრი იწყება უკვე ბევრ უნივერსიტეტში აგვისტოს ბოლოს.ეს ადამიანები გახარიამ და მისმა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებამ დააყენა სამსხურების და სასწავლებლების დაკარგვის რეალური საფრთხის ქვეშ.

გარდა ამისა, ათასობით ადამიანი ვერ მიდის დანიშნულების ადგილზე სამკურნალოდ. არაფერს ვამბობ ათასობით ემიგრანტზე, რომელსაც ახლობლების და სამშობლოს ნახვის იშვიათი შანსიც კი მოუკლა დამსხვრეული ოცნებების მთავრობამ.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაუყონებლივ დაიწყოს მზადება უსწრაფესად საზღვრის გახსნის და ფრენების აღდგენის მიმართულებით. ყოველდღე იზრდება სიღარიბე, ყოველდღე მეტი ბიზნესი იხურება და მეტ ადამიანს ემუქრება შიმშილით სიკვდილი.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არათუ ახლა გვაძლევს საზღვრების გახსნის საშუალებას, უსაფრთხო ე.წ. მწვანე ზონის ქვეყნებთან, არამედ  2 თვის წინაც შეიძლებოდა ამის გაკეთება. მითუმეტეს უსაფრთხო ქვეყნებთან და მითუმეტეს ტესტირების თანამედროვე და ეფექტური მექანიზმების დანერგვით, რომელიც სტრატეგია აღმაშენებლმა ჯერ კიდევ მაისში წარმოვადგინეთ. ეს იყო საზღვრების გახსნის უსაფრთხო მექანიზმი, დეტალურად გაწერილი გეგმა., ეპიდუსაფრთხოების სტანდარტების მაქსიმალურად დაცვით.ამ ფონზე კი კიდევ უფრო დიდი უტიფრობაა, როდესაც მთავრობა და გახარია ალაპარაკდნენ რუსეთთან მიმოსვლის აღდგენაზე, მაშინ როდესაც დასავლელ პარტნიორებს უარს ეუბნებიან და არ იყენებენ იმ შანსებს, რაც ჯერ კიდევ 2 თვის წინ გვქონდა. ხოლო რუსეთთან, რომელიც ყველაზე არასანდო ქვეყანაა გახარია მზადაა გახსნას საზღვრები, თუკი ამას რუსეთი მოისურვებს.გარდა იმისა, რომ მთავრობას არ გაჩნია კრიზისის მართვის გეგმა და უნარი, მთავრი რატომაც დამსხვრეული ოცნებების მთავრობა არ ხსნის საზღვრებს არის არჩევნების ჩატარება ძალადობრივ და არადემოკრატიულ გარემოში.  დაკეტილ და ცივილიზებულ სამყაროსთან იზოლირებული ქვეყანა იდეალურია არადემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის . 

მოვითხოვთ ხელისუფლებისგან ხელი აიღოს ამ მავნე ქმედებაზე და დროულად გახსნას საზღვრები, ეპიდუსაფრთხოების სტანდარტების დაცვით. დროულად გახსნას ქვეყანა და ათასობით ადამიანი არ დატოვოს სწავლის, სამსახურის გარეშე და მკურნალობის გარეშე“ – სერგო ჩიხლაძე

თეგები: სერგო ჩიხლაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved