• რეკლამა
  • კონტაქტი
13:22, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დამმარხეთ საქართველოში” – ქართველი ბერის ანდერძი, რომელიც არ შესრულდა და მისი პირველი ფოტო ინტერნეტში

ალია ავტორი - ალია
03:18 09-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
321

თეოლოგი, იურისტი, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ბერი გობრონის ფოტოს – (შეგახსენებთ, რომ აქამდე ინტერნეტში საბინინის არც ერთი ფოტო არ იძებნებოდა) და წერს:

ბერი გობრონი (მიხეილ საბინინი), ხატმწერი, მეცნიერი, საზოგადო და სასულიერო მოღვაწე, დაიბადა 1845 წელს. მამა – მღვდელი პავლე საბინინი, დედა – ეკატერინე მირზაშვილი. 1868 წლამდე სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, შემდეგ კი — პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში.

ბერად აღიკვეცა პეტერბურგში და სახელად აირჩია გობრონი

ნაშრომები:· 1871 წელს რუსულად გამოაქვეყნა „ქართული ეკლესიის წმინდანების ცხოვრებათა სრული აღწერილობა“· 1877 წელს, ასევე რუსულად, „ქართული ეკლესიის ისტორია“· 1882 წელს— „საქართველოს სამოთხე“.XIX საუკუნის დასაწყისიდან საქართველოს ისტორიის მიზანმიმართული გაყალბება მიმდინარეობდა. ეს დაიწყო მაშინ, როცა რუსეთის იმპერიამ ჯერ ქართლ-კახეთის (1801) და იმერეთის სამეფო (1810), შემდეგ კი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება (1811) მოხდინა. ამას მოჰყვა გურიის (1828), სვანეთის (1834), აფხაზეთის (1864) და სამეგრელოს (1867) სამთავროების გაუქმება და ანექსია.

საქართველოს ისტორიის გაყალბების პიკი დაიწყო მას შემდეგ რაც ქერობე პატკანოვმა ყალბი ისტორიული თეორიების შემუშავება და გავრცელება დაიწყო. მიზანმიმართულად განადგურდა ისტორიული დოკუმენტები. ამ რთულ დროს მიხეილ საბინინმა თავდაუზოგავი შრომით დაიწყო გადარჩენილი მასალების მოძიება შეგროვება და ერთ წიგნად გამოსცა ორმოცდაათამდე წმინდანის ცხოვრება და მოღვაწეობა – სათაურით „საქართველოს სამოთხე“.

წიგნი პეტერბურგში გამოიცა. ამ წიგნის წინასიტყვაობაში მ. საბინინი აღნიშნავს „პატიოსანო მკითველო. საქართველოს ეკლესიის დავრდომილებამ და სრულიად დამხობილებამ მისმან, მაიძულა დიდის გულსმოდგინებით დამბეჭვდაი ამ წიგნისა, რომელსა უწოდე სახელად „საქართველოს სამოთხე“. წიგნისა ამის მეორე, არცა დაბეჭდილი არცა ხელნაწერი არა სადა იპოების, ესრე ვრცელ და სრული, ვითარ ეს წიგნი“.

სამწუხაროდ საბინინს და მის კრებულს „საქართველოს სამოთხე“ ბევრი მტერი გამოუჩნდა. გამოუცხადეს ბოიკოტი და წიგნი არ იყიდებოდა. სასოწარკვეთილი მიხეილ საბინინი ზ. ჭიჭინაძეს სწერს: „ტფილისიდგან მომივიდა ფრიად უსიამოვნო წერილი, ვითომ ჩემ წიგნები სრულიად არ იყიდება“. მეცნიერი შემწეობას ითხოვს და თან მძიმედ განიცდის თავისი შრომის დაუფასებლობას „…სრულიად არ მეგონა, რომ მე ამ უბედურებას შევემთხვეოდი, თორემ სამსახურში შევიდოდი და გარდა ჩემი თავისა, არა მეცოდინებოდა რა… განა ჩემზედ მეტი ქართუელები არავინ არიან — რატომ ისინი არ ფიქრობენ თავიანთ სამშობლოსათვის“.

ასევე ერთგან საბინინი სწერს: შევიტყვე, ჩემს მტრებს უთქვამთ, „თუ საბინინი აქ ჩამოვა, უთუოდ მოვკლამთ. თუ მომკლავენ, დიდ რამეს არ წაიღებენ? მე კი სასუფევლის მეკერძოეს გამხდიან“.

„ცხოვრება ჩემი ღვთისგან არის. ამის გამო კაცის არ მეშინია. რუსები ქართველების მხარე გიჭირავსო და ქართველები ვითარ რუსების აგენტი არისო“ და კიდევ ერთ წერილში არნიშნავს, რომ „მე ოცდაშვიდი წელი ვემსახურები საქართველოს და ბრწყინვალე კარიერა, რომელიც მეძლეოდა ხელში, ამას შევწირე და ამათა ყოველთათვის, გარდა უბედურობისა და შეურაცხმყოფობისა, არა რა მოვიღე…“

საბინინს, როგორც ხატმწერს ეკუთვნის არაერთი ხატი, მათ შორის ცნობილ „საქართველოს დიდება“ („ქართული ეკლესიის დიდება“), რომლის ლითოგრაფიაც პირველად ლაიფციგში (1889) და შემდეგ ბერლინში (1895) დაბეჭდა.

საბინინის სახელთანაა დაკავშირებული ბოდბის ტაძრის განახლება და დედათა მონასტრის დაარსება. ტაძრის სამრეკლოს დაედგა გუმბათი და მონასტერს დაუბრუნდა მისი კუთვნილი დიდძალი ნივთები, მათ შორის ცხრამეტფუთიანი ჯვარი. მონასტერთან დაარსა სახელსაქმო სკოლა სიღნაღის მკვიდრი ღარიბი ყმაწვილებისათვის.საბინინმა დიდი შრომა გასწია გარეჯის მონასტრის მოვლა-მოწესრიგებისათვის. მონასტერში ჩაიტანა პეტერბურგსა და მოსკოვში შეძენილი ძვირფასი ნივთები, რომელთა შორის გამოირჩეოდა ამერიკული ნიგვზის მოოქრული და მომინანქრებული კანკელი, დავით გარეჯელის საფლავის საფარი-შესამოსელი, ჯვრები, სხვადასხვა საეკლესიო ჭურჭელი.

1881 წელს საბინინის ინიციატივით, დოდორქის დანგრეული მონასტრიდან დავითის ლავრაში გადმოასვენეს უყურადღებოდ მიტოვებული დოდო გარეჯელის წმინდა ნაწილები. რის გამოც ის საზოგადოების ერთმა ნაწილმა გააკრიტიკა. საბინინმა მათ ღირსეულად უპასუხა: „ყველაზე უწინარეს მიიღეთ ჩემგან მცირე დარიგება და შეითვისეთ, რომ ვინც კი ვიცით რაოდენიმე ჯღაბნა, წარა-მარათ როდი უნდა დავიწყოთ მარჯვნივ და მარცხნივ ლაპარაკი… მაშ ისიც უნდა დაკარგულიყო (იგულისხმება დოდო გარეჯელის წმიდა ნაწილები), როგორც დაიკარდგენენ საფლავნი წმიდათა გარეჰსჯისა ლუკიანესი, პავლესი, თეოდოსესი, არსენისა იოანესი, შიო-ახლისა და სხვათა…“

ის შეახსენებს მათ ვინც აკრიტიკებს, რომ გარეჯის მონასტერში არსებული ერთადერთი ეგზემპლარი წიგნისა „ჯვარშემოსილი“, „ვითარცა მპარავმა, წარმოიღეთ სხვათა წიგნთა თანა უდაბნოთგან… და იარმუკებში ჰყიდით ხოლმე. ამის გამო არამც თუ საუკუნოდ დავკარგეთ წმიდა გარეჰსჯელთა საფლავნი, არამედ მათი ხსენებაცა… განა თვით წინამძღვრები არა ცდილობენ მონასტრების მოსპობასა?… ვინ გააუქმა წმიდა შიოს ლავრა? ვინ გააუქმა წმიდა სტეფანე ხირსელის მონასტერი? ვინა სპობს ქვათახევის მონასტერს?“

საბინინის დიდი მოქალაქეობრივი ვაჟკაცობა სწორედ ისაა, რომ მან ყველა წამოწყებული საქმე, მიუხედავად მრავალმხრივი წინააღმდეგობისა, გადასახლებისა თუ ფიზიკური შეურაცხყოფისა ბოლომდე მიიყვანა. „მე რაც შემეძლო – გავაკეთე, ვისაც შეგიძლიათ – უკეთესი გააკეთეთ… მე არავისგან მოველი არც სიყვარულს, არც სიხარულსა, არც პატივსა, არცა ტკბილობას… ყოველი ესე არის ჩემი იესო ქრისტე ღმერთი, რომელსა უნდა ვბაძავდეთ“.

მიხეილ საბინინი მოსკოვში 1900 წელს ფილტვების ანთებით ვარდობისთვის 10-ში გარდაიცვალა.

„დამმარხეთ საქართველოში“ — ეს იყო ბერის ბოლო თხოვნა. დავით გარეჯას მიწას სურდა მიებარებინათ საქართველოს წინაშე ვალმოხდილი, უანგარო მოღვაწის დაღლილი სხეული. რაც არ შეუსრულეს.

დაკრძალეს წმინდა დანიელის მონასტერში.

დაიკარგა საფლავის კვალი………………

(გამოყენებული მასალა —- მიხეილ საბინინის „საქართველოს სამოთხე“, აკადემიკოსი როინ მეტრეველის გამოკვლევა საბინინის შესახებ, ჟურნალი „სამთავროს მაყვლოვანი“ (N 9/34 აგვისტო 2019 გვ.58-65), საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” სიუჟეტი საბინინის შესახებ და ვიკიპედია)

P.S აქვე აღვნიშნავ, რომ წარმოდგენილი მიხეილ (ბერი გობრონი) საბინინის ფოტო ქვეყნდება პირველად. გამომდინარე იქედან, რომ ინტერნეტ სივრცეში არ არსებობს მისი არცერთი ფოტო, ამიერითგან იქნება შესაძლებელი მისი ნახვა. ფოტოს მოწოდებისთვის დიდ მადლობას მოვახსენებ მცხეთის, სამთავროს, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარს — იღუმენია ქეთევანს (კოპალიანი). სწორედ იღუმენიას დიდი მონდომებით მოხდა აღნიშნული ფოტოს მოძიება…

თეგები: ვარლამ ხათრიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved