• რეკლამა
  • კონტაქტი
11:11, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დალეწეს” – რას წერს რუსული მედია და რა ხდება რეალურად ოკუპირებულ აფხაზეთში?

ალია ავტორი - ალია
17:29 11-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,388

აფხაზეთში, აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შევიდნენ.

მთელი დღის მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ოკუპირებულ სოხუმში პროტესტის ახალმა ტალღამ იფეთქა. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ მომიტინგეებმა სატვირთო მანქანით გაანგრიეს ჯებირები, ითხოვდნენ ბჟანიას გადადგომას და ე.წ. პარლამენტის შენობა დატოვეს ე.წ. დეპუტატებმა და მინისტრებმა.

რუსული მედია, რამდენიმე ჩამტვრეულ ფანჯარას აჩვენებს და წერს, რომ აფხაზებმა დალეწეს ე.წ. პარლამენტის შენობა. რეალურად კი, ფანჯრიდან შესვლა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა სცადა, დანარჩენებმა კარი გახსნეს და შევიდნენ.

რუსული მედია იმასაც წერს, რომ აფხაზმა მომიტინგეებმა იერიში მიიტანეს ძალოვნებზე კვერცხების სროლით, ხოლო ე.წ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ავრცელებდნენ იმ ინფორმაცისაც, რომ იყო სროლის ხმები. ფაქტია, გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ისევე, როგორც კვერცხის სროლით სამხედრო ტექნიკას, ცხადია, ვერაფერს მოუხერხებდნენ. “თაიმერის” გავრცელებული კადრების მიხედვით, ე.წ. პოლიციელები მომიტინგეებთან ერთად გადაადგილდებიან და შეიარაღებული წინააღმდეგობა პროტესტანტენს არ ხვდებათ.

საპროტესტო ტალღა სოხუმში სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება. ამასთან, 11 ნოემბერს საღამოს ე.წ. პარლამენტის წევრთან შეხლა-შემოხლაში მონაწილეობის შემდეგ აფხაზეთის „ოპოზიციის“ ხუთი აქტივისტი დააკავეს, თუმცა ხუთი დაკავებულიდან საქმის საქმე დაიხურა.

 

http://

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved