• რეკლამა
  • კონტაქტი
19:56, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დახვეწილი არამზადები ხომ არიან? აი ამას ნუ კადრულობთ“ – მეუფე იოანე „ქუთაისიპოსტის“ ჟურნალისტს

ალია ავტორი - ალია
18:51 12-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლი მეუფე იოანე, მის მიერ პანაღიას მითვისების შესახებ ბრალდებაზე, ქუთაისიპოსტის ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა.
მიტროპოლიტმა ჟურნალისტი ეთიკის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა და უთხრა, რომ “დახვეწილი არამზადების” მსგავსად არ უნდა მოიქცეს.

“თქვენ ასე უტიფრად რატომ მელაპარაკებით? დახვეწილი არამზადები ხომ არიან? აი ამას ნუ კადრულობთ. ადამიანმა იცის სახელები და სანამ არ მივაწექი, უხეშად რომ ვთქვათ, არ გამოთქვა. ჟურნალისტებს ეთიკაც ევალებათ, თქვენ ეთიკას არღვევთ”, – უთხრა ჟურნალისტს იოანე გამრეკელმა.
მას პანაღიას შესახებ ბრალდება არ უარუყვია, თუმცა, თქვა, რომ პანაღია, რომელიც სამმა პირმა მღვდელმთავრობიდან გადაყენებული ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთვის შეუკვეთა, დამკვეთებს არ ეკუთვნის.
“ვისთვისაც იყო გამზადებული ეს პანაღია, ის იყო გადაყენებული მსახური და ეს მას არ ეკუთვნოდა. მე ვუთხარი მათ (დამკვეთებს), ჩემი თუ არ გჯერათ, რომ ეს არ ეკუთვნის მას, მე ვკითხავ პატრიარქსთქვა. პასუხი ასეთია – ახლა არ ეკუთვნის და როცა დაბრუნდება მეუფე პეტრე და აღუდგება მღვდელმსახურება, მაშინ დაუბრუნდება ეს პანაღია. პანაღია ინახება, მოლოდინი არის, რომ მეუფე პეტრე შეინანებს თავის საქციელს და დაბრუნდება ეკლესიაში”, – განაცხადა მეუფე იოანემ.
შეკითხვაზე ვისთან არის ახლა პანაღია, მეუფე პასუხობს:
“თქვენ გამომძიებელი ხართ? პროკურორი ხართ? რა კითხვაა ეს? გითხარით, ინახება ეს პანაღია მოლოდინში და ვის ხელშია, არ აქვს მნიშვნელობა. არავინ არ სარგებლობს ამ პანაღიით, არავინ არ იკეთებს, ის ელოდება თავის პატრონს”.
მეუფე იოანე არ უარყოფს, რომ პანაღიას შემკვეთებს თანხაც შესთავაზა, თუმცა, ამბობს, რომ მათ არ უნდათ ფულის აღება, რადგან ასეთ შემთხვევაში პანაღია მათი აღარ იქნება.
“არც ფულს იღებენ და არც ჩერდებიან. მაშინ ვინაა მართალი? ვინც საეკლესიო და საერო სამართალზე თანახმაა, თუ ვინც ორივე უგულებელყო?
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ეკლესიასთან დაახლოებულმა პირებმა პანაღიას (მღვდელმთავრის შესამოსელის ნაწილი), მითვისებაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, მეუფემ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრესთვის (ცაავა) საჩუქრად გადასაცემად გამზადებული პანაღია მიითვისა და დამკვეთებს არ უბრუნებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved