საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე:
“ჰმ, დახურეთ მერე ქოცების ბიტკოინის მაინერ ფერმები და იქნება ელექტროენერგია. თუუ მართლა ვინმეს ჰგონია რომ, საქართველოში ეკონომიკა ყვავის და ფაბრიკა-ქარხნები გუგუნებს? .. რაში იხარჯება უეკონომიკო ქვეყანაში ელექტროენერგია გარდა ქოცების მაინერებისა? აბა ვკითხულობ და მიპასუხეთ ვინმემ..
გია ხუბუა – ენგურჰესის ტექნიკური დირექტორი: ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე ჩამოსცდა საპროექტო მინიმუმს. ზამთრის მარაგი მთლიანად ამოწურულია. ასე ადრე ეს პირველად მოხდა. მიზეზი – ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების პერმანენტული ზრდაა. წყალუხვი წელი არ იყო, მაგრამ არც წყალმცირე ეთქმის, ორივე მოქმედ ჰესზე საშუალო წლიურზე მეტი ელექტროენერგია გამოვიმუშავეთ – წლის ბოლომდე ჯამი ასცდება 4, 5 მილიარდ კვტ.სთ-ს. თბობლოკები და იმპორტი იქნება დენის ძირითადი წყარო ოთხი თვის განმავლობაში. აფხაზეთი, სადაც ზამთარში განსაკუთრებით იზრდება მოხმარება, დიდწილად რუსეთზე იქნება დამოკიდებული, ზამთრის ჩამონადენით ენგური გალი-ოჩამჩირეზე მეტს ვერ დააკმაყოფილებს. რთული ვითარებაა, საიდანაც გამოსავალი ახლო მომავალშიც არ ჩანს.”
კომენტარები