• რეკლამა
  • კონტაქტი
02:53, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დახმარების თხოვნები გურიიდან – მისამართები

ალია ავტორი - ალია
06:39 02-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
206

დათო სიმონი ჯგუფში მოხალისეები გურიისთვის, წერს:

დახმარების თხოვნები გაფანტულად ვრცელდება. ვეცადე, შემეკრიბა, რასაც წავაწყდი. დროდადრო განვაახლებ. შეგიძლიათ კომენტარებშივე დაწეროთ კონკრეტული ინფო, ვინმეს თუ სჭირდება დახმარება.

📍 შრომის თემი / ვაკე
სახლის გადათოვლისას დაშავდა მამუკა ქვილორია. სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება.
📍 შრომის თემი / ვაკე
ვენერა სარქისიანი სახლში მარტოა. ვერ უკავშირდება შვილი. მეზობლის მიერ მიწოდებული უკანასკნელი ინფორმაციით, საკვამურიდან ამოდიოდა კვამლი, ანუ სითბო აქვს.
📍 შრომის თემი / ორმეთი
Mari Kavtaradze ბებიას ბოლოს ესაუბრა 20:00-ზე. იმ დროისთვის ინგრეოდა სახლი. ბებია და ბაბუა თავს აფარებდნენ საქათმეს. ახლა ვეღარ უკავშირდება.
📍 შრომის თემი / ორმეთი
ირმა ხომერიკი წერს, რომ ოტია ხომერიკს სჭირდება ევაკუაცია. გათიშულია მობილური. სახლი თოვლის სიმძიმის გამო დანგრევის პირასაა.

📍 შრომის თემი / ორმეთი
Sofo Dato Ximshiashvili წერს, რომ სოფელში შვილები დატოვა ბებია-ბაბუასთან, რომლებსაც 4 დღეა, ვერ უკავშირდება. ერთ ბავშვს გულის დაავადება აქვს.
📍 სოფ. შრომა
მიშო მჟავანაძე ემიგრაციიდან ვერ უკავშირდება ბიძას და ბაბუას, რომელიც 94 წლისაა და სუსტი ჯანმრთელობა აქვს.
📍 სოფ. ზომლეთი
Maia Dzeria-Sikharulidze წერს, რომ თბილისიდან ჩასულ ოჯახს სჭირდება საკვები და სიცხის დამწევი მედიკამენტები.
📍 სოფ. ჯუმათი
ანა ჩხარტიშვილი ემიგრაციდან წერს, რომ ვერ უკავშირდება ბებოს და ბაბუს. მე-5 დღეა სოფელში გადაუღებლად თოვს. მეზობელმა ინახულა რამდენიმე დღის წინ. ახლა ვერც მეზობელს უკავშირდება.
📍 სოფ. კონჭათი
ნატა მაჩუტაძე წერს, რომ ვერ უკავშირდება სოფელს. მისი მტკიცებით, სოფელს არ აქვს საკვები. არც წყალი, მაგრამ თოვლს დაადნობენო.
📍 სოფ. ჩოჩხათი
დახმარება სჭირდება ნათია ზენაიშვილის ძმას, რომელიც მეზობელთან ათევს ღამეს. თოვლის გამო ვეღარ ბრუნდება სახლში, რომელიც ნათიას თქმით, შესაძლოა, უკვე დანგრეულია.
📍 სოფ. ბაილეთი
Natia Darchia წერს, რომ სოფელში ბევრი ასაკოვანია, რომლებსაც ახალგაზრდები სახურავების გადათოვლაში ეხმარებიან, მაგრამ ყველას დახმარებას ვერ ასწრებენ. სოფელში გამოლეულია საკვები.
📍 სოფ. ბაილეთი
ნანა ქავთარაძე წერს, რომ ავარიულ სახლში ჩარჩენილია ორი ასაკოვანი ავადმყოფი. ითხოვს სახლის გადათოვლას, სიმძიმისგან რომ არ ჩაინგრეს. შუქი არ აქვთ. საკონტაქტოდ ტოვებს ამ ნომერს 595054037 შუქრი ცერცვაძე.
📍 სოფ. კოკათი
Tamara Ghlonti წერს, რომ სახლი ჩამოინგრა, რომელშიც ადამიანია მოყოლილი. მეზობლები ვერ ახერხებენ სახლამდე მისასვლელად გზის გაწმენდას. საკვები თითქმის გამოელიათ. ტელეფონებიც ყველას დაუჯდა.

📍 სოფ. შრომა
სოფელშია დედა ორი მცირეწლოვანი ბავშვით. საკვები ეწურებათ. სახლის სახურავი არასანდოა. გზა გაუწმენდავია.

📍 სოფ. სილაური
არიან მცირეწლოვანი ბავშვები. ჩამოინგრა რამდენიმე სახლი. თოვლი თითქმის 2 მეტრია. სჭირდებათ პირველადი დახმარების მედიკამენტები და პორტატული დამტენები.

📍 სოფ. ქვემო ნატანები
თეა ჩაჩანიძე წერს, რომ სახლი ჩამოენგრათ და დილიდან ითხოვენ შველას. მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად შეეფარნენ მეზობელს. ბევრჯერ დარეკეს 112-ში. არავინ მისულა.

📍 სოფ. ზემო ნატანები
Bella Bolkvadze ვერ უკავშირდება მეგობრობის ობელისკთან მცხოვრებ დედამისს, 85 წლის შურა ბოლქვაძეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved