• რეკლამა
  • კონტაქტი
13:11, ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„დახატე შენი ოცნების ავტომობილი“ – ტოიოტას გლობალურ კონკურსზე წარდგენილი საუკეთესო ნამუშევრები საქართველოდან

ალია ავტორი - ალია
16:49 03-06-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
735

 „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ ხატვის გლობალური კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. „დახატე შენი ოცნების ავტომობილი“ – ამ დევიზით კონკურსში მთელი საქართველოდან  16 წლამდე ასაკის

200-ამდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, სამ ასაკობრივ კატეგორიაში 9 საუკეთესო გამოვლინდა, რომელთა ნამუშევრებს ახლა უკვე საერთაშორისო კონკურსზე, იაპონიაში შეაფასებენ.

7 წლამდე ასაკობრივი კატეგორიიდან გამარჯვებულები არიან: ნია პაპავა, ანამარია ნანავა და ბარბარე მეფარიშვილი. 8-11 წლის ასაკობრივი კატეგორიიდან – მარიამ ჩაჩანიძე, ლიზა კუტალაძე და ქეთევან გაბიდაური, ხოლო 12-15 წლის ასაკობრივი კატეგორიიდან – სოფიო მენაბდე, მარიამ ტალახაძე და ნარგო სანიკიძე.

თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „კონკურსის თითოეული მონაწილის ნახატი ჩვენთვის ძალიან ღირებულია. მეტ მნიშვნელობას ყოველთვის იდეას ვანიჭებთ და არა ტექნიკურად შესრულებას, თუმცა მიხარია, რომ გამარჯვებულ ნამუშევრებში ამჯერადაც ორივე კომპონენტი თანაბრად მაღალ დონეზეა. გვჯერა, რომ ყველა დიდი იდეა ოცნებით იბადება, სწორედ ამიტომ მომავლის ავტომობილის შექმნისათვის ბავშვებს სრული თავისუფლება მივეცით. ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდა მხატვრების ფანტაზიები ტოიოტას ახალი თაობის მოდელების შექმნაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“.

კონკურსის დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმში ნახატების გამოფენა მოეწყო და მონაწილეების გართობაზე ანიმატორებმა იზრუნეს. გამარჯვებულებს მათი ინტერესებისა და სურვილების მიხედვით შერჩეული საჩუქრები და სიმბოლური სერტიფიკატები გადაეცათ.

„დახატე შენი ოცნების ავტომობილი“ ტოიოტას გლობალური პროექტია, რომელშიც  ყოველწლიურად 79 ქვეყნიდან 830 000-ამდე ბავშვი მონაწილეობს. კონკურსში მონაწილე ბავშვები თავიანთი წარმოსახვისა და მხატვრული უნარ-ჩვევების გამოყენებით ცდილობენ, ფანტაზია ფურცელზე გადმოიტანონ და შექმნან ისეთი ავტომობილი, რომელიც მათი ხედვით გარემოს გააუმჯობესებს და სამყაროში სასიკეთო ცვლილებებს გამოიწვევს.

—

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved