• რეკლამა
  • კონტაქტი
20:44, ხუთშაბათი, 11 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის მდგომარეობა დამძიმდა – ანასტასია ზინოვკინა შიმშილობის დაწყებას აანონსებს

ალია ავტორი - ალია
14:37 08-10-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,127

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში სისხლის სამართლის წესით დაკავებული ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა – ამის შესახებ ინფორმაციას აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

გიორგი რომელაშვილის თანახმად, ანასტასია ზინოვკინა ვერ ჯდება ტკივილების გამო და ფეხზე დგომა ან წოლა უწევს მუდმივად.

ანასტასია ზინოვკინას წარმომადგენლები პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის შეცვლას ითხოვენ.

ანასტასია ზინოვკინა ვერ ჯდება ტკივილების გამო და ფეხზე დგომა ან წოლა უწევს მუდმივად, ვერ ჭამს ნორმალურად გაუსაძლისი ტკივილების გამო.

ციხეს არ აქვს ფიზიოთერაპიისა და ისეთი მკურნალობის საშუალება რაც ანასტასიას სჭირდება.

მივმართავ სახალხო დამცველის აპარატს, ეს პოსტი საჯარო განცხადებად მიიღოს და ორშაბათს წარმომადგენელი შევიდეს პენიტენციურში და მოხდეს მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება სხვა შემთხვევაში ანასტასია სხვა ხერხით დაიწყებს ბრძოლას, როგორიცაა შიმშილობა, რათა ჟურნალისტების ყურადღება რამენაირად მიიქციოს. ანასტასია ასევე ითხოვს ტელევიზიებისგან რომ მისი პროცესიც გაშუქდეს და პროცესებს დაესწროთ და წეროთ პროცესზე”- წერს ანასტასია ზინოვკინას ახლობლები.

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში სისხლის სამართლის წესით დაკავებულია რუსეთის კიდევ ორი მოქალაქე – ანასტასიია ზინოვკინა და არტემ გრიბული.

მათ პროკურატურა გასაღების მიზნით 16 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ის ფლობას ედავება. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკი ჩაუდო. მათ მიაჩნიათ, რომ ისინი თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯებიან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable
ახალი ამბები

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable

14:51 12-11-2025
„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
ახალი ამბები

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის

12:48 12-11-2025
“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ახალი ამბები

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი

18:53 12-10-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

15:51 12-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved