ფოტო – ტვ პირველი
ძალადობაში ჩართული პოლიციელების ერთი ნაწილი იდენტიფიცირებულია – “პირველების” ინფორმაციით, დაკავებულები არიან ზაკო (გიორგი) წკრიალაშვილი, ბესიკ ქვრივიშვილი და ალეკო ბადალოვი.
დაკავებული პოლიციელების ახლობლები მედიასთან კომუნიკაციას ერიდებიან. ერთ-ერთი პოლიციელის ახლობელი ამბობს, რომ მან კადრებში ვერ ამოიცნო მისი ოჯახის წევრი და რომ ის არაფერ შუაშია.
დღეს, 28 მაისს, პროკურატურამ გორში, „კომბინატის დასახლებაში“ მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე ექვსი პოლიციელი დააკავა. ძალადობაში მხილებულ პოლიციელებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
30 წლამდე კაცს პოლიცია ჯგუფურად გუშინ გაუსწორდა, ნაცემია პაპუნა ლოცულაშვილს მეგობარიც.














კომენტარები