ცნობილი ხდება იმ 6 პოლიცილის ვინაობა, ვინც გორში, კომბინატის დასახლებაში მომხდარი ძალადობის საქმეზე დააკავეს – ესენი არიან:
- 1.ალექსი ბადალოვი
- 2.ვლადიმერ გოდერძიშვილი
- 3.ვანიკო მისირელი
- 4.გიორგი წკრიალაშვილი
- 5. ბესო მალაციძე
- 6. საბა წაველიძე
6-ვეს აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს გორის რაიონულმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული საქმის განხილვაზე უარი განაცხადა მოსამართლე ლევან დარბაიძემ და მან თავი აიცილა. ახლა ძალადობის ხმაურიან საქმეში სხვა მოსამართლე უნდა ჩაერთოს.
გამოძიება ამტკიცებს, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის (პაპუნა ლოცულაშვილის) უფლებები, დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.














კომენტარები