“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლის, სანდრო ქევხიშვილის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ტელეკომპანია “იმედი” და PosTV გასართობი პროგრამების ლიცენზიებს დაკარგავენ, რომლებიც ძირითადად დასავლეთიდან ჰქონდათ მიღებული.
“იმედს” და PosTV-ის შეუჩერდებათ ქართულ ბანკებში მომსახურება ნებისმიერი სახის, ვეღარ გადაიხდიან ხელფასებს, ნებისმიერი ტრანზაქცია მათთან დაკავშირებით ბანკის საშუალებით ვეღარ გავა, ანუ ისინი ვერ მიიღებენ შემოსავალს ვერც რეკლამებიდან, ვერ იყიდიან ახალ ტექნიკას, ვერ გააქირავებენ და გაყიდიან ქონებას, ისინი ვერ აიღებენ სესხებს ბანკში. გაუჭირდება როგორც მაუწყებელს მუშაობა, რადგან ის დაკარგავს გასართობი პროგრამების ლიცენზიებს, რომლებიც ძირითადად დასავლეთიდან ჰქონდათ.
თუ ვთქვათ “იმედი” გამონახავს ხელფასების დარიგების რაიმე საშუალებას “ქეშად” (ნაღდი ფულით), ან სხვა მხრივ, ეს პრობლემას შეუქმნის თანამშრომლებს, რადგან თანამშრომლებმა შანსი არის რომ ვერ მიიღონ საბანკო სერვისები. ისინი როდესაც მივლენ ბანკში და “ქეშს” მიიტანენ, ბანკი მოსთხოვს “ქეშის” წარმომავლობას, როდესაც დადგინდება, რომ ისინი არიან “იმედთან” დაკავშირებულები და შემოსავალს იღებენ “იმედიდან” და PosTV-დან, მათ უარი ეთქმებათ როგორც მინიმუმ სესხებზე და შესაძლოა, ზოგადად საბანკო მომსახურებაზე,” – განაცხადა სანდრო ქევხიშვილმა.














კომენტარები