საკრებულოში დედაქალაქის ახალი მთავრობის დამტკიცების პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
მილანური ნაძვის ხე, მილანური ბუჩქები, ბატონო კახი, მაინტერესებს, რამდენი მილიონი უნდა გაზიდოთ თბილისის ბიუჯეტიდან მილანში? თქვენს ნათლიმირონს წულაიას ვარკეთილის მესამე მასივში 16 მილიონის ქონება აჩუქეთ ერთ ლარად. მაინტერსებს, თქვენი ამ მერობის პირობებში კიდევ რამდენი მილიონის ქონება უნდა გადასცეთ ერთ ლარად? – მიმართა კახა კალაძეს ,,ენმ-ს წევრმა ირაკლი ნადირაძემ.
“დაჯექი, ორიანი” – ასე უპასუხა კახა კალაძემ ნადირაძეს. ათილისის მერმა ენმ-ის წევრ ლევან ხაბეიშვილს “ჯამბაზი” უწოდა და თქვა, რომ “ლევან ხაბეიშვილი, საკრებულოს ნომერ პირველი ჯამბაზი, ირაკლი ნადირაძემ ჩაანაცვლა”.
კომენტარები