• რეკლამა
  • კონტაქტი
22:59, ორშაბათი, 9 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

 “დაივიწყეთ აფხაზეთი!” – მოსკოვის უტიფარი საახალწლო მესიჯი ივანიშვილის ხელისუფლებას” – კოტე კემულარია

ალია ავტორი - ალია
15:42 01-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,233

ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:

გილოცავთ ახალ წელს, ჩემო ძვირფასებო!
სულ რაღაც მეორე დღე გათენდა ახალი, 2026 წლის და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენები ძალიან დამაფიქრებელი უნდა იყოს ჩვენი “არეულ-დარეული” ხელისუფლებისთვის!
ტრამპის პროექტად გამოცხადებული—აღმოსავლეთ/დასავლეთის “შიდა დერეფნის” მშენებლობა ძალას იკრებს და ვითარდება…მისი რუსულ-ირანული ალტერნატივა —“ჩრდილოეთი/სამხრეთი”(საქართველოს გავლით), სულ უფრო და უფრო “ჭკვნება”…
სპარსული ვალუტის-რიალის უეცარი ვარდნის გამო, ირანის დიდ ქალაქებში და პროვინციებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო!
რეალურად—ზომიერი რეფორმატორ-ლიბერალები—პრეზიდენტ პეზეშქიანის ფრთა, უპირისპირდება, რადიკალურ- კონსერვატულ ფრთას—აიათოლას და მისი მთავრობას.. სპეცსამსახურებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს… არიან დაღუპულები და დაჭრილები… ფაქტია, რომ აშშ და ევროპული სანქციებით გამოწვეული მწვავე ეკონომიკური კრიზისის ქვეშ მოქცეული ირანი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე დგას!!!
არც ისე შორს არის ანალოგიური სიტუაციისგან ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი…
“რუსეთი ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდისო”-ეს ტრამპის დიაგნოზი არის! რუსეთიც აშშ და ევროპული უმძიმესი სანქციების ქვეშ არის…
უსაშველიდ გაჭიანურებული ომის წარმოების რესურსი მას თითქმის ამოწურული აქვს…
მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, 2025 წელს, რუსეთმა, დამატებით, უკრაინის მხოლოდ 0.75% ტერიტორიის კონტროლის მოპოვება შეძლო?!?!
2026 წელს რუსეთს ახალი სანქციები ემუქრება… ტრამპი ვეღარ შეძლებს ამ სანქციების “დამუხრუჭებას”… დეკემბრის გამოკითხვებით—აშშ მოქალაქეთა 49% გმობს ტრამპის რუსეთთან “შეთამაშების” პოლიტიკას უკრაინის საკითხებში!!! ტრამპს კი, წელს, გადამწყვეტი შუალედური არჩევნები აქვს აშშ კონგრესში…
საქართველოში-როგორც არასდროს- გვჭირდება ერთობა!!!
დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები!!!
დავუბრუნდეთ ქვეყნის ევროპულ კურსს!!!
გავაუმჯობესოთ ურთიერთობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთიანი დასავლური ამიერკავკასიის კონტექსტში!!!
ივანიშვილის ხელისუფლებას რომ აფხაზეთს უბრუნებდა(?!), იმ კრემლმა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი “შეფარვით” გამოაცხადა რუსეთის შემადგენელ ნაწილებად: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში—ის სამმართველო, რომელიც სოხუმს და ცხინვალს კურირებდა, როგორც საზღვარგარეთ არსებულ “რესპუბლიკებს”, გადაკეთდა “შიდა პოლიტიკის სამმართველოდ”…
კრემლი პირდაპირ აცხადებს, 2026 წლიდან, სოხუმის და ცხინვალის საკითხები განიხილება როგორც რუსეთის სხვა რეგიონების პრობლემატიკა?!?!
მოსკოვის კიდევ ერთი უტიფარი-ამჟამად საახალწლო, მესიჯი ივანიშვილის ხელისუფლებას, ციკლიდან: “დ ა ი ვ ი წ ყ ე თ აფხაზეთი”!!!
საქართველოს ინტერესებზე ასეთი “ზრუნვის” პირობებში, რუსეთის დუმის დეპუტატები საახალწლოდ აღშფოთდნენ: “როგორ ბედავს თბილისის სპეცსამსახურები რუსი მოქალაქეების საზღვარზე შეზღუდვასო”!!! ამას ახლა ვსწავლობთ და “გავუგზავნით ირაკლი კ ო ბ ა ხ ი ძ ე ს ზომები რომ მიიღოსო”!!!!
ეს “ირაკლი კობახიძე”—თანამდებობის დასახელების გარეშე—ისე ხაზგასმით არის დასახელებული, თითქოს რუსეთის დუმის თანამშრომელი იყოს…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved