• რეკლამა
  • კონტაქტი
00:15, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაიწყება თუ არა სკოლებში ფიზიკური დასწრებით სწავლა? – ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ვარაუდი

ალია ავტორი - ალია
12:56 08-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

„ქვეყანაში სასაკლაოა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს პრესკონფერენციაზე ეკითხებიან, სკოლებში ფიზიკური დასწრებით სწავლა თუ განახლდებაო.მთავარი უბედურება ისაა, რომ ღარიბაშვილისგან არ აქვს თანხმობა გაბუნიას, უპასუხოს “არა, არ გაიხსნება” და პასუხობს “ჯანმოს რეკომენდაციას ველოდებით,” – წერს სოციალურ ქსელში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მომავალი თაობების განათლება, სოციალიზაცია და ფსიქიკა არჩევნებს ეწირება.
„ვინც ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარხართ, სად ვარსებობთ (არ ვცხოვრობთ, ვარსებობთ), განგიმარტავთ:

– ძალიან ცუდია, თუ ვერ ხვდებით, რომ სკოლები არ გაიხსნება.
– ღარიბაშვილმა ამ არჩევნებს არა მხოლოდ ყოველდღიურად 70 ადამიანი შესწირა, არამედ მომავალი თაობების განათლება, სოციალიზაცია, ფსიქიკაც კი.
– სკოლები გაიხსნებოდა, რომ არა ღარიბაშვილის მიერ ივნისის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებები და ის ეპიდაფეთქება, რაც ამ გადაწყვეტილებებს მოჰყვა.
– გულწრფელად თანავუგრძნობ კერძო სკოლებს, რომლებიც მოსწავლეებს კარგავენ სწავლის კიდევ ონლაინ გაგრძელების გამო, მაგრამ ვიდრე თავის გატანაზე ფიქრობთ და არა მდგომარეობის რადიკალურ შეცვლაზე ქვეყანაში, ვიდრე ჩუმად ხართ და ღარიბაშვილის “წყალობას” ელოდებით, შედეგი უარესი და უარესი იქნება,” – წერს ჭიაბერაშვილი.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ფიზიკური დასწრებისათვის კერძო სკოლებს გახსნის და ამით შეაჩერებს სკოლების ფინანსური კოლაფსის გამო გაზრდილ უკმაყოფილებას.

„და ბოლოს, როგორც “ოცნებას” სჩვევია, შეიძლება ყველაზე აბსურდული გადაწყვეტილება მიიღონ
– ფიზიკური დასწრებისთვის გახსნან მხოლოდ კერძო სკოლები:
– ღარიბაშვილის მოტივაცია იქნება, შეაჩეროს კერძო სკოლების ფინანსური კოლაფსი და ამის შედეგად მზარდი უკმაყოფილება.
– ოფიციალურ მიზეზად შეიძლება დაასახელონ კერძო სკოლებში მასწავლებელთა აცრის მაღალი პროცენტი.
ჩემი ფბ-ბაბლის ნაწილი ამას მოიწონებს, როგორც “ვაქცინაციის წამახალისებელ დისკრიმინაციას”. (არადა აქ მთავრი კითხვა უნდა იყოს, რატომ ჩამორჩა აცრაში საჯარო სკოლები კერძოებს.)
– შედეგი იქნება ის, რომ ეპიდსიტუაცია დამძიმდება,”- წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved