ვახტანგ გომელაურის განცხადება, “გეკას” (გელა გელაძის ზედმეტსახელი) შემდეგ, ირაკლი კობახიძემაც უარყო.
“ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გამოვეხმაუროთ BBC-ის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, როგორც მოგეხსენებათ საკითხის დრამატიზებისთვის ბიბისიმ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მიტინგის დაშლისას შსს-მ პირველი მსოფილიო ომის დროინდელი აკრძალული ნივთიერება “კამიტი” გამოიყენა.
შსს მინისტრმა საზოგადოებას უკვე საჯაროდ დაუდასტურა, რომ მიტინგის დაშლისას ნივთიერება “კამიტი“ არათუ არ გამოყენებულა, არამედ შსს-ს ეს ნივთიერება არასოდეს, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია. როგორც მოგეხსენებათ, “ბიბისის“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სუს-მა დაიწყო გამოძიება და საკითხის ყველა დეტალის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია უმოკლეს ვადებში მიეწოდება- თქვა კობახიძემ.
1-ელ დეკემბერს, TV იმედმა გაავრცელა ყოფილი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ ნივთიერებები, რომელზეც BBC-ის გამოძიებაშია საუბარი, სამინისტროს ჰქონდა შეძენილი და 2012 წლამდე იყენებდა.














კომენტარები