• რეკლამა
  • კონტაქტი
01:55, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაინტერესებულები ვართ, რომ სომხეთში იყოს მშვიდობა – ღარიბაშვილი ფაშინიანს შეხვდა

ალია ავტორი - ალია
19:25 05-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე მათ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ილაპარაკეს. განიხილეს სატრანსპორტო კომუნიკაციების, ენერგეტიკის და საგზაო ინფრასტრუქტურის საკითხები. 

ასევე, ისაუბრეს თანამშრომლობაზე სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოჯისტიკისა და კულტურის სფეროებში. 

ნიკოლ ფაშინიანი:

„ღრმად პატივცემულო პრემიერმინისტრო, მოგესალმებით სომხურ მიწაზე. ბოლო პერიოდში, კოვიდის გამო, ჩვენი მაღალი დონის შეხვედრები ცოტა ხნით შეყოვნდა. 

მოხარული ვარ, რომ აღვადგენთ მაღალი დონის ურთიერთობებს.  ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ძალიან ფართოა, დაწყებული სატრანსპორტო კომუნიკაციებიდან, ენერგეტიკიდან, გაგრძელებული საგზაო ინფრასტრუქტურით. 

რა თქმა უნდა, კორონავირუსთან ბრძოლა ჩვენი ერთობლივი დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხია. 

ჩვენი სახელმწიფოების პოლიტიკური ურთიერთობები მრავალმხრივია და დაფუძნებულია ჩვენი ხალხებისისტორიულ ტრადიციებზე. 

ვფიქრობ, დღის წესრიგში გვაქვს და უნდა განვიხილოთ რეგიონული საკითები, ვეცადოთ, რომ შევაჯეროთ ჩვენი პოზიციები.  

რა თქმა უნდა, ჩვენი კავშირები გავაღრმაოთ ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, კულტურული საკითხებითაც. 

ჩვენმა სახელმწიფოებმა ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობის და განვითარების უზრუნველყოფისთვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება”.

ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა არა მხოლოდ მეზობლურ, არამედ ძალიან მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს ეფუძნება.

ირაკლი ღარიბაშვილი:

“ბატონო პრემიერმინისტრო, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. თქვენ ახსენეთ კოვიდპანდემია, რომელიც, რა თქმა უნდა,  ყველა ქვეყანას, ყველა ხალხს და ურთიერთობას შეეხო. 

ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივია სტუმრობა ერევანში. თქვენ იცით ჩვენი ურთიერთობის შესახებ, ჩვენს ხალხს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო მეგობრული, არა მხოლოდ მეზობლური ურთიერთობები. 

ჩვენი ურთიერთობები და მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. შესაბამისად, ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ სომხეთში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ისევე, როგორც მთელს რეგიონში. თქვენ ასევე ახსენეთ ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან მრავალმხრივი და კომპლექსური. 

ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ განვავითაროთ დამატებით ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, კულტურული თანამშრომლობა ისეთ საკითხებში, როგორიც არის ტრანსპორტი, ლოჯისტიკა.

ეს საკითხები კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ერთმანეთთან, რა თქმა უნდა, რეგიონულ პრიზმაში. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა. 

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილიფაშინიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved