ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
2025 წელი იყო წელი, როდესაც ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა, კიდევ უფრო გაიზარდა პოლიტპატიმრების რიცხვი, კიდევ უფრო გაღრმავდა დაპირისპირება და გაიზარდა ბზარი საზოგაოდებაში. პოლოტიკური აზრთა სხვადასხვაობა ამ ქვეყანაში სულ იყო, მაგრამ ეს პიროვნულ დონეზე არ გადასულა, ახლა კი ერთმანეთს ოჯახის წევრები და მეგობრებიც კი დაემდურნენ. ასეთი რამ 90-იანი წლების მერე აღარ ყოფილა.
და ეს ყველაფერი ამ ქვეყანას მოუტანა ერთმა კაცმა და მისმა მანიაკალურმა სურვილმა სამუდამოდ შენიარჩუნოს ძალაუფლება.ამ კაცმა 2024 წლის გაზაფხულზე დიდი საფეხბურთო სასწაულის შედეგად გაერთიანებული ქვეყანა დაყო და ერთმანეთს დაუპირისპირა, მერე ხალხი დაიჭრა, ცემა, აწამა, დაწამლა.დადგა 2026 წელი და პირველი, რაც გააკეთა მისალოც წერილში დაგვემუქრა, არ გეგონოთ, ამ წელს რამეზე უკან დავიხიო, ისევე გავაგრძლებ, როგორც 2025-შიო, მანამდე დავრჩები ძალაუფლებაში, სანამდეც ამას საჭიროდ ჩათვლის ჩვენი საზოგადოებაო ანუ რეალურად, სანამ მე ჩავთვლი საჭიროდ, მანამდე ვიქნებიო.ამ ფონზე არც კი ვიცი როგორ მოგილოცოთ ახალი წელი, რა გისურვით და რა იმედი გამოვთქავა?
გილოცავთ 2026 წლის დადგომას, მხნეობას, იმედის არდაკრგვას და ბრძოლის ჟინს გისირვებთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყანა და ის ერთი კაცის ბოსტნად არ ემეტება, ვისთვისაც ძვირფასია ბოლო 30 წლის ბრძოლა თავისუფლებისთვის და მის დაკარგვას არ შეეგუება.














კომენტარები