• რეკლამა
  • კონტაქტი
11:18, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დადასტურდა რომ ეს არის ფარული პოლიტიკა “დარჩი სახლში” რომელიც მოსახლეობის სოციალურ – ეკონომიკურ პარალიზებას გამოიწვევს – ვატო სურგულაძე

ალია ავტორი - ალია
20:39 10-07-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

დადასტურდა რომ ეს არის ფარული პოლიტიკა „დარჩი სახლში” რომელიც მოსახლეობის  სოციალურ – ეკონომიკურ პარალიზებას გამოიწვევს – ვატო სურგულაძე

„ლელოს“ ინფორმაცია კიდევ ერთხელ დადასტურდა – დამტკიცებულია განკარგულება, რომლის თანახმადაც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი ყოველგვარი ტესტირების გარეშე გადადის თვითიზოლაციაში

„ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის მიერ ბრიფინგზე გახმაურებული თემა, რომლითაც პარტია მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ მთავრობა ფარულ პოლიტიკას „დარჩი სახლში“-ს ეწევა, დღეს უკვე დაადასტურეს განკარგულების სახით. 

კერძოდ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დამტკიცებულია განკარგულება, რომლის თანახმადაც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი ყოველგვარი ტესტირების გარეშე გადადის თვითიზოლაციაში. გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ინფიცირებულთან კონტაქტის მქონე პირებმა არანაირი სიმპტომები არ გამოავლინეს, 12 დღის შემდეგ ისინი ასევე ტესტირების გარეშე თავისუფლდებიან იზოლაციისგან.

„ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის წარმომადგენლის ვატო სურგულაძის თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღეს, არის  ფარული პოლიტიკა „დარჩი სახლში“-ს განმეორება. რაც მოსახლეობის  სოციალურ- ეკონომიკურ პარალიზებას გამოიწვევს და ამაზე პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა სახელწიფო არ იღებს.
მისივე თქმით, ხელისუფლებას კოვიდთან ბრძოლისთვის გარკვეული  სტრატეგია აგვისტოშიც ჰქონდა, თუმცა მას ვერ ახორციელებენ. 

„ყველა ადამიანს ვისაც ექნება კონტაქტი კოვიდვირუსიანი ყველანაირი ტესტირების გარეშე უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში. რაც არის წარმოუდგენელი, რადგან 12 დღის შემდეგ ადამიანს შეუძლია ასევე ტესტირების გარეშე გავიდეს გარეთ, მაგრამ იმავე დღეს რომ ჰქონდეს ისევ ვინმე ინფიცირებულთან შეხება ისევ თვითიზოლაციაში უნდა დაბრუნდეს და ასე გაგრძელდება უსასრულოდ. ეს არის ფარული პოლიტიკა „დარჩი სახლში“-ს განმეორება. ეს კი მოსახლეობის სოციალურ – ეკონომიკურ პარალიზებას გამოიწვევს და ამაზე პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა სახელწიფო არ იღებს. ყოველი გამოსვლისას ამბობენ, რომ გავაკეთებთ შევიძენთ დავატრეინინგებთ, ყველაფერს სამომავლოდ გეგმავენ და ახლა არაფერს აკეთებენ,“ – აცხადებს ვატო სურგულაძე.

თეგები: ვატო სურგულაძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved