• რეკლამა
  • კონტაქტი
21:40, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ” – მამუკა მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
17:50 05-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
441

დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ” – ამის შესახებ “ოცნების” წევრმა, მამუკა მდინარაძემ ირაკლი კობახიძის მიერ დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსისადმი მიწერილი ღია წერილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის მტკიცებით, “ძალიან კარგი, მათ შორის, საამაყოც კი შეიძლება იყოს ის ამბავი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ასეთი გაბედული ტონით შეუძლია საუბარი”.

ამასთან, მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირაკლი კობახიძისთვის წერილზე პასუხის არ დაბრუნების ფაქტსაც ეხმაურება და ირწმუნება, რომ “დუმილი, რომელიც აშშ-ის მხრიდან მოდის, არის გაურკვევლობა, მათ შორის “დიფ სთეითის” წინააღმდეგ ბრძოლაში”.

ძალიან კარგია, მათ შორის, საამაყოც კი შეიძლება იყოს ის ამბავი, რომ ასეთი გაბედული ტონით საუბარი დღეს ჩემს, თქვენს, ჩვენს ქვეყანას შეუძლია. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პათოსი, განწყობა, დამოკიდებულება, მესიჯები გახმოვანებული მათ მიერ და გაცილებით ადრე ჩვენ მიერ, ერთი- ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე.

ამას თავისი მიზეზები აქვს. ეს უნდა განმარტოს იმ ქვეყანამ, იმ ქვეყნის ხელმძღვანელებმა, ლიდერებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ ძალაში აქვს დატოვებული ბაიდენის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები, მისი ადმინისტრაციის დანაშაულებრივი დამოკიდებულების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოსა და მისი არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. სანამ ეს არ იქნება განმარტებული, ეს გადაწყვეტილებები არ იქნება შეცვლილი, მანამდე მთელ მსოფლიოში, არამხოლოდ საქართველოში ვისაც კი ეს ხმა მიწვდება, დაისმება შეკითხვა, რატომ ხდება, რომ პოზიციათა აბსოლუტური თანხვედრის მიუხედავად, ერთი მხარდამჭერი განცხადებაც კი არ გახმოვანებულა.

რაც შეეხება „MEGOBAR აქტს“, ხავსია ქართული აგენტურული ოპოზიციისთვის. „დიფ სთეითს“ ერთი მხრივ ებრძვის ახალი ადმინისტრაცია, მეორე მხარეა, რომ რაღაც აქტებს იღებენ. თუ იქნება მოქმედებაში მოყვანილი როდისმე, რა „დიფ სთეითის“ დამარცხებაზეა საუბარი, პირიქით ხდება. ეს აქტი არის ხავსი წყალწაღებული ოპოზიციისთვის, მაგრამ როგორც მინიმუმ ის დუმილი, რომელიც აშშ-ის მხრიდან მოდის, არის გაურკვევლობა, მათ შორის „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჩვენ თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ ხმამაღლა თამამად შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ ჩვენ მართლები ვართ საკუთარ საზოგადოებასთან და მერე ყველა პარტნიორთან ურთიერთობაში. როცა მეორე მხრიდან ვიღებთ უსამართლო დამოკიდებულებას, როგორც მინიმუმ დუმილის სახით, ამასთან დაკავშირებით დღეს შეგვიძლია, რომ თამამად ვილაპარაკოთ და ვლაპარაკობთ ამაზე, ჯერ კულისებში, შემდეგ საჯაროდ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თეგები: მამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved