• რეკლამა
  • კონტაქტი
22:47, ხუთშაბათი, 7 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაჩი ცაგურია: ბოლო დროს გამძაფრებულია, რომ ყოველგვარი ეროვნული გვერდითაა გაწეული, ამას უნდა დაუპირისპირდეს ფხიზელი საზოგადოება

ალია ავტორი - ალია
12:53 06-04-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
435

როცა ერთსა და იმავე წინადადებას ამბობს მაკრონი, ვითომც არაფერი და ზუსტად იმავე ფრაზას თუ ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი, იქცევა ქვეყანა, – განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორმა, დაჩი ცაგურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„იწყება – აი, რუსეთში მიგავაქანებენ, რუსეთის აგენტები, კრემლის მონები, ეს რა თქვა, ხალხო, ნახეთ და ა.შ. უკვე გამარჯობას რომ ამბობს პრემიერი, ყველა ფრაზაზე შეუძლიათ, სდიონ. ჩვენთვის საქართველო არის ყველაზე მთავარი და მერე არის ყველა დანარჩენი. ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია? ცა ცისფერია, სამშობლო ჩვენთვის მთავარია, ხომ ასეთი მოცემულობაა ეს? ამას რომ იტყვი ხმამაღლა, რომ სამშობლოა ჩემთვის მთავარი და მერე არის ყველა სხვა დანარჩენი კავშირი და ა.შ, ეგრევე ხარ რუსეთის აგენტი, კრემლის მონა, „გაზპრომიდან“ ფინანსდები და ა.შ. ეს არის სიგიჟე ჩვენ ქვეყანაში. ამათ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ეს სიგიჟე აქვთ არჩეული და ყველაფერზე შეუძლიათ, ისტერიკები მოაწყონ. ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფრის წინააღმდეგ ძალიან ფხიზლად უნდა იყოს“, – განაცხადა ცაგურიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ ჰქონდა მოლოდინი ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს, რომ ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილი გვარამია-სააკაშვილზეც ისაუბრებდა და რატომ არ გამართლდა მათი პროგნოზები, დაჩი ცაგურიამ განაცხადა, რომ მისი აზრით, სალომე ზურაბიშვილი ამ ადამიანების მიმართ შეწყალების დისკრეციულ უფლებას არ გამოიყენებს.

„გვარამია არის პროკურორი. ის არ არის ტელემენეჯერი, თუ რაღაცას რომ ეძახიან ახლა. გვარამია არის პროკურორი, რომელიც „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ ფილმს იღებდა, ადამიანებს ქონებას ართმევდა, ანადგურებდა, პოლიტიკური ნიშნით დევნიდა და ფილმებს იღებდა, თუ როგორ იყო ყველა კრემლის აგენტი, ვინც ტელეფონზე რუსულად ორი სიტყვა თქვა; გვარამია არის ის პროკურორი, რომელმაც ტელევიზიაში სპეცრაზმი შეუშვა. ქალბატონმა სალომემ ეს ყველაფერი ჩემზე კარგად იცის და მგონი, ჯობია, იმ ევროპარლამენტარებს ყველამ ერთად ვუთხრათ, მეც თქვენც და ქალაბატონმა სალომემაც შევახსენოთ, ვინ არის გვარამია. ორი ვარიანტია, რიგ ევროპარლამენტარებს ან ინფორმაცია არ აქვთ, ან ბოდიში და, ფეხებზე ჰკიდიათ, მე თუ მცემდნენ, მაწამებდნენ, ტელევიზიაში სპეცრაზმი შედიოდა და ა.შ. ასეთ დროს ავი ხმები ამბობენ, რომ შეიძლება, ისინი ვიღაცას სჭირდებოდეს, როგორც თავისი გავლენის აგენტები და ყველაფრის ფასად დაიცვან თავიანთი გავლენის აგენტები. გვარამიაზე და სააკაშვილზე მაქვს საუბარი. ისინი ხომ არასოდეს არ ყოფილან საქართველოს ინტერესების დამცველი? მგონი, ყველა ქვეყნის აგენტები იყვნენ, ვისი აგენტობაც არ დაეზარებოდათ. მაგალითად, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ხომ ძალით შეტენეს? საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ჰქონდა გადამწყვეტი ხმა, ვეტოს უფლება და ყველაფერი. უბრალოდ, რომ არ მისულიყვნენ იმ კენჭისყრაზე, რუსეთი ვერ გახდებოდა წევრი. სააკაშვილი და მისი გუნდი, გვარამია, კეზერაშვილი, უტიაშვილი და ყველა, ვინც ხელისუფლებაში იყვნენ, პასუხისმგებელი არიან ამაზე, რომ რუსეთი შეტენეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ძალიან მაინტერესებს, რატომ არ აგებენ ამაზე პასუხს?“, – განაცხადა ცაგურიამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ევროპარლამენტართა ნაწილის განცხადებას, რომ საქართველოს ევროიტეგრაციის გზა სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებაზე გადის, დაჩი ცაგურიამ აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი შეურაცხყოფაა.

„შეურაცხყოფაა ასეთი სისულელის თქმა, რომ თურმე, საქართველოში კანონის არაღსრულებაზე გადის ეს გზა. ეს არის ყველაზე დიდი ანტიევროპული განცხადება. ვერავინ, ვერც ერთი რუსული პროპაგანდისტი ამაზე მეტად ვერ დააზიანებს საქართველოში ევროპულ პერსპექტივას და საზოგადოებაში ევროპულ მისწრაფებას, როგორც ვიღაც სულელი ევროპელი ტიპის ასეთი სულელური ნათქვამი“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

შეკითხვაზე, რა სეგმენტზეა გათვლილი საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, რომლის დაფუძნებასაც გეგმავს, რატომ გახდა აუცილებელი მისი დაფუძნება და რა ტიპის აქტივობები იგეგმება, დაჩი ცაგურიამ განაცხადა, რომ ეს იქნება მოძრაობა, რომლისთვისაც საქართველო იქნება უპირველეს ყოვლისა.

„ბოლო დროს, განსაკუთრებით გამძაფრებულია ის, რომ ყოველგვარი ეროვნული გვერდით არის გაწეული. ყოველ შემთხვევაში, მეინსტრიმულ საზოგადოებაში და საჯარო სივრცეში ასე ჩანს. ამ ყველაფერს უნდა დაუპირისპირდეს ჩვენი ქვეყნის ძალიან ძლიერი და ფხიზელი საზოგადოება, რომელიც იქნება მუდმივად მზად, რომ როდესაც ვიღაცას სადღაც რომ მოუნდება, ჩვენ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს და ეროვნული შიდა დაპირისპირება გამოიწვიოს, ეს ვერ შეძლოს. მინდა, 12 ივნისს 20:00 საათზე რუსთაველის თეატრში მოვიწვიო აბსოლუტურად ყველა, ვისთვისაც საქართველო არის უპირველეს ყოვლისა“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

კოსმო – ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:59 08-07-2025
თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ჩართულობით, „სილქ როუდ ჯგუფი“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta-ს მფლობელი გახდა

11:17 08-07-2025
საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე
ახალი ამბები

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე

11:21 08-05-2025
თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი
ახალი ამბები

თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი

10:57 08-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved