• რეკლამა
  • კონტაქტი
01:36, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაბრუნება სამშობლოში” – ახალი სამოქალაქო პლატფორმა – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:34 07-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,359
პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:
“ინფორმაცია და თხოვნა ჩემს FB-მეგობრებთან:
ჩვენ, რამდენიმე თანამოაზრემ, შევქმენით სამოქალაქო პლატფორმა “შინ მომავლისთვის”, რომელიც მიზნად ისახავს მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ქართული ინტელექტუალური, პროფესიული, ცივილიზაციური და სხვა რესურსის კონსოლიდაციას და ქართული სახელმწიფოს ინტერესებში მიმართვას.
ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ ყველა თაობის თანამემამულის შემობრუნებას სამშობლოსკენ, როგორც ფიზიკურად, ასევე ნებისმიერი სხვა ფორმით დაბრუნების სახით.
ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ასე წვეთ-წვეთად გაბნეული ენერგიის ერთ კალაპოტში მიმართვა, შიგა რესურსის სიმწირის პირობებში, ქვეყანას მისცემს ესოდენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ბიძგს სწრაფი განვითარების გზაზე დადგომისთვის, ისე, როგორც ეს თავის დროზე მოხდა ისრაელში, თუ ირლანდიაში.
ჩვენ უკვე ვმოქმედებთ.
აქ ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი – Homecoming for future • შინ მომავლისთვის და შემოუერთდეთ ჩვენს ჯგუფს – დაბრუნება სამშობლოში
გთხოვთ, მაქსიმალურად “დააშეაროთ” ეს პოსტი, რათა ყველა ემიგრანტმა გაიგოს, რომ არსებობს პლატფორმა, რომელიც მათ ყველანაირად დაეხმარება სამშობლოში მიმდინარე პროცესებში ინტეგრაცია/რეინტეგრაციაში და უზრუნველყოფს მათ ჩართულობას ქვეყნის განვითარებაში.
წინასწარ გიხდით მადლობას საკითხის მნიშვნელობის გააზრებისა და თანადგომისთვის.
აქვე მინდა ჩვენი პატივისცემა გამოვხატო ყველა მოქმედი ემიგრანტული ორგანიზაციის მიმართ და ვუთხრა მათ, რომ თქვენი და ჩვენი საქმიანობა ყველანაირ პოლიტიკურ გემოვნებაზე, თუ კუთვნილებაზე მაღლა დგას და მიმართულია გრძელვადიანი სახელმწიფო მიზნების აღსრულებისკენ.
გთავაზობთ, გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, შევქმნათ ერთიანი მსოფლიო ქსელი და ამისათვის გამოვიყენოთ ეს პლატფორმა, რომელიც თანაბრად გვეკუთვნის ჩვენ ყველას.
ჩვენის მხრივ, გაძლევთ პირობას, რომ თქვენი კეთილი საქმეების შესახებ გაიგებს მთელი საქართველო და ერთიანი ძალებით გადავჭრით ყველა პრობლემას, რომელიც დღეს შესაძლოა გადაულახავად გეჩვენებათ – “ძალა ერთობაშია!”
თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved