• რეკლამა
  • კონტაქტი
06:44, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დაბრუნება მინდა სადაც დედა ცოცხალია“ – ნიკა გვარამიას ემოციური პოსტი

ალია ავტორი - ალია
17:38 12-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
316

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„დაბრუნება მინდა.
სადაც დედა ცოცხალია და სკოლიდან მოსულს, ჩემი საყვარელი კარაქში, ნიორში, პილპილსა და ხახვში შემწვარი ხბოს დაბეგვილი ხორცის სუნს ატრიალებს.
სადაც მამა სამუშაოდან გვიან ბრუნდება, ბევრს ეწევა, დედას ეჯუჯღუნება, მაგრამ მაინც ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებულია სამყაროში.
სადაც ეზოში ლეღვის ფოთლების მომწარო, ლეღვის მერქნის მსუყე და ლეღვის ნაყოფის მოტკბო-მომჟაო სურნელია.
ოლეანდრების და გლიცინიების ქალაქში დაბრუნება მინდა. ზღვიდან წამოსული ბრიზი რომ მარილის და იოდის არომატს ამატებს და ამ ნაზავს მთელ ქალაქში ფანტავს, სანამ მთაზე შეფენილი კიპარისების და ციტრუსების ბაღების სუნს არ შეაჯახებს და ამ ქალაქის უნიკალურ არომატს არ შეაჯერებს. აი, იმას, სიზმარში რომ მცემს.
მე, ვინც ფერად სიზმრებსაც კი ვერ ვხედავ.
მე, ვინც არდადეგებიდან დაბრუნებისას, მანქანაში ჩაძინებული, ჩემს ქალაქს სუნით რომ ვცნობდი და ეგრევე თავს წამოვყოფდი – “როგორც იქნა, სოხუმია”.
მე, ვინც უკვე ძლივსღა ვიხსენებ ჩემს ქალაქს და ყველაზე ცხადად მაინც ეს სურნელი და მშობლების ხმა ჩამესმის ხოლმე.
მე, ვინც დაბრუნების გარდა, აღარაფერზე ვოცნებობ.

ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს“ – წერს ნიკა გვარამია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved