• რეკლამა
  • კონტაქტი
05:36, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დააზიანეს ჯებირები” – შსს-მ კიდევ 8 პირი დაიჭირა

ალია ავტორი - ალია
23:14 10-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

შსს-მ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავა და აცხადებს, რომ 4 პირი მიმალვაშია. “გეკას” უწყებიდან, ამის შესახებ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე, ამ დროისთვის, ჯამში დაკავებულია სულ 44 პირი.

“შსს-ს თანამშრომლები აგრძელებენ იმ პირების გამოვლენას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებმაც მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. გამოძიების ფარგლებში, კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია კიდევ 8 პირი, ხოლო 4 იმყოფება მიმალვაში. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით,  ჯამში დაკავებულია სულ 44 პირი. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 4 ოქტომბერს, შსს-ს წარმომადგენლების მიერ, აქციის მონაწილეებზე გავრცელებული არაერთი “მოწოდების მიუხედავად, შეკრება – მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

ვიდეო მასალის გაშიფვრის და სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული კადრებით ირკვევა, რომ ბრალდებულების ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და პოლიციის მისამართით ისროდა სხვადასხვა მძიმე საგანს და ქვებს. ამასთან, ისინი ცდილობდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას, რა დროსაც დააზიანეს ჯებირები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე 222-ე, 225-ე, 317-ე მუხლებით მიმდინარეობს. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანაშულის ჩამდენი სხვა პირების გამოსავლენად და მათი პასუხისგებაში მიცემის მიზნით  , – თქვა მან ბრიფინგზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved