• რეკლამა
  • კონტაქტი
18:45, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამობრძანდეს და მოიხადოს ბოდიში, ზღვარგადასული უტიფრობაა” – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

ალია ავტორი - ალია
14:26 11-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ავრცელებს განცხადებას, რომლითაც, გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველ პარტნიორს გიორგი ჩალაძეს მიმართავს:

“ყურადღება უნდა შევაჩეროთ მოქალაქე გიორგი ჩალაძის დაუსრულებელ და განგრძობად ცილისმწამებლურ განცხადებებზე, რომელთა ფარგლებიც გასცდა ერთი კონკრეტული ადამიანის ლანძღვა-გინებას, საკანში გამოკეტვის მუქარას და უკვე მთლიანად ცენტრის თანამშრომელთა მიმართ ბრალდებებში გადაიზარდა.

ბატონი გიორგი, რომელიც განათლებით იურისტი ყოფილა და თავი ეპიდემიოლოგადაც თუ ლაბორატორიის მცოდნედაც მოაქვს, სისტემატურად, სატელევიზიო არხებიდან, საკუთარ მოსაზრებაზე დაყრდნობით გვადანაშაულებს, რომ მივითვისეთ და გავფლანგეთ სახელმწიფოს კუთვნილი მილიონები თუ მილიარდები, არარაციონალურად გამოვიყენეთ პანდემიის სამართავად მობილიზებული თანხა, არ შევიძინეთ ტესტები თუ სახარჯი მასალები ან შეძენილია დარღვევით და უცნობია რა თანხა იქნა გადახდილი. ერთი სიტყვით, რაც ქვეყანაში ბატონი გიორგის გადასახედიდან მართვის ხარვეზი და შესაძლო პრობლემაა, არის ცენტრის ბრალი.

სხვა სტრუქტურების ნაცვლად ვერ ვისაუბრებთ, სავარაუდოდ ისინი პასუხს გასცემენ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მაგრამ, ცენტრის რომელ ხელშეკრულებებზე და რის გასაიდუმლოებაზე საუბრობს გაუგებარია, რადგან ჩვენს უწყებაში საერთოდ არ არსებობს ბრძანება რომელიმე საკითხის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის, ყველა შესყიდვა და თანხა არის ღია, გამოქვეყნებულია საჯაროდ და მიეწოდება ყველას ვინც კი მოითხოვს ამ სახის ინფორმაციას. შესაბამისად, მისი განცხადებები აღარ არის არც კონსტრუქციული და საღი კრიტიკა, არც სიტყვის თავისუფლება და არც ჯდება რაიმე საზღვრებში. ეს არის მიზანმიმართული ცილისწამება, ზღვარგადასული უტიფრობა ადამიანისა, რომელიც უპასუხისმგებლოა საკუთარ განცხადებებში.

ამიტომ მივმართავთ ბატონ გიორგის, მისი რამდენიმეთვიანი ბრალდებების სიიდან წარმოადგინოს თუნდაც ერთი დამადასტურებელი ოფიციალური მტკიცებულება, ან მიმართოს სამართალდამცავ სტრუქტურებს და დაგვიმტკიცოს რა ზიანი მივაყენეთ ქვეყანას და ხალხს, ხოლო ასეთის დროულად წარმოუდგენლობისას, გამობრძანდეს და მოიხადოს ბოდიში იმავე საჯარო სივრციდან, მისი ცილისმწამებლური და აბსურდული განცხადებების გამო იმ დაწესებულების მიმართ, რომლის თანამშრომლებიც მუდმივ რეჟიმში არიან ქვეყნის სამსახურში და თავგანწირვით მუშაობენ პანდემიის დასამარცხებლად.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრი გამოიყენებს საკუთარ უფლებას და მიმართავს სასამართლოს პატივისა და ღირსების დასაცავად. არავის მივცემთ უფლებას, ვინმეს დავალებით თუ საკუთარი უპასუხისმგებლო გამოხტომებით შელახოს ამ ქვეყნის ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი უწყების და მასში მომსახურე პროფესიონალების იმიჯი და თავმოყვარეობა“

თეგები: ამირან გამყრელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved