ტრენდული

“მაჩალიკაშვილის საქმეზე, გეთქვა, რომ სპეცრაზმი შენ დაქვემდებარებაში იყო… საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს…” – გოგაშვილი გომელაურს
ახალი ამბები

“მაჩალიკაშვილის საქმეზე, გეთქვა, რომ სპეცრაზმი შენ დაქვემდებარებაში იყო… საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს…” – გოგაშვილი გომელაურს

ავტორი - ალია
14:34 08-17-2022
0

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი, ციხიდან კიდევ ერთ წერილს ავრცელებს, სადაც შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და მას ღიად ადანაშაულებს პანკისის...

“ყირიმიდან გაგრამდე 12 საათი გჭირდება მანქანით, უკრაინის არმიას კი გაგრიდან გაძევებული დავით არახამია უდგას სათავეში” – ხუროშვილი

“ყირიმიდან გაგრამდე 12 საათი გჭირდება მანქანით, უკრაინის არმიას კი გაგრიდან გაძევებული დავით არახამია უდგას სათავეში” – ხუროშვილი

01:34 08-17-2022
“დავგეგმე შვებულება ლიც რეზორტში, რასაც ახლა მოვყვები გაგაოცებთ… შვებულება დამირესტარტეთ…” – წერილი სოციალური ქსელიდან

“დავგეგმე შვებულება ლიც რეზორტში, რასაც ახლა მოვყვები გაგაოცებთ… შვებულება დამირესტარტეთ…” – წერილი სოციალური ქსელიდან

21:57 08-16-2022
“ბიძინა ივანიშვილს და ვახო გომელაურს მოჰკითხეთ ყველაფერი…” – ერეკლე კუხიანიძე

თათბირები ივანიშვილთან – მინისტრები, პროკურორები და პარტიის ლიდერები – “არაერთხელ დავსწრებივარ მსგავსს თათბირს” – გოგაშვილი

12:11 08-16-2022
“ბიძინა ივანიშვილს და ვახო გომელაურს მოჰკითხეთ ყველაფერი…” – ერეკლე კუხიანიძე

“не первый раз замужем”… დანაშაული თავის თავზე ააღებინეთ… – კრიმინალური ქრონიკა” ივანიშვილის მეთაურობით – გოგაშვილი

13:31 08-13-2022
  • რეკლამა
  • კონტაქტი
08:30, ხუთშაბათი, 18 აგვისტო, 2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დაავადება ისეთ ფაზაში იყო, გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა“ – მარინა ჯანაშია

ალია ავტორი - ალია
13:14 01-19-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8

2 წლის წინ მსახიობ მარინა ჯანაშიას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. შორს, გერმანიის კლინიკაში მყოფი ისევ თავის თეატრზე ფიქრობდა. “ბოთლიდან ამოშვებული ჯინი” – სიყვარული – არსად წასულა, ის მარინას გვერდით იყო, ამ სიყვარულმა დააბრუნა ოჯახსა და თეატრში.

“ჯანმრთელობის პრობლემებს არასდროს შევუწუხებივარ, 2 წლის წინ კი მძიმე დიაგნოზი დამისვეს და დაავადებაც ისეთ ფაზაში იყო, გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა. გერმანიის კლინიკაში ვიწექი. ჩემთან თვეების განმავლობაში ვაჟიშვილი თემიკო იყო. მას მუდმივად ეუბნებოდნენ, რომ შეიძლებოდა ვერ გადავრჩენილიყავი. ძირითადად გათიშული ვიყავი. რაღაც პერიოდებში, როცა გონს მოვეგებოდი, ვფიქრობდი თეატრზე, სპექტაკლზე და მაყურებელზე.

მახსოვდა, რომ “ბებერ ჯამბაზებზე” ბილეთები გაყიდული იყო. ვდარდობდი, მალე რომ არ გამოვკეთდე, ამ ბილეთებს ხომ არ დააბრუნებენ, სირცხვილია, მაყურებელი რომ გავაწბილოთ-მეთქი. პროფესორს მუდმივად ვეკითხებოდი, როდის ავდგები, სპექტაკლი მაქვს დანიშნული-მეთქი. მიყურებდა გაოცებული, ნამდვილად გიჟად მთვლიდა, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ეს კიდევ რას ფიქრობსო.

ერთ დღესაც ბურუსიდან ახალ თავდაღწეულს ნაცნობი ფიგურა მომელანდა. მხედველობა დავძაბე და ვხედავ – კახი კავსაძე. ზამთარი იყო, ეცვა პალტო, ეხურა ქუდი და ხელში ეჭირა პარკი, ქართული ხილით სავსე. გვერდით ჰყავდა თარჯიმანი. დაინახა ჩემი პროფესორი და ეძახის თავისებურად, გამოკვეთით: “ბიჭო, მოდი შენ აქ!”. თარჯიმანს უთხრა: “უთარგმნე, ეს ბოვშვი როდის ადგება, სპექტაკლი აქვს სათამაშო”. აი, მაშინ კი საბოლოოდ დარწმუნდა გერმანელი პროფესორი, რომ საქართველოში გიჟები ვცხოვრობდით!

თემიკოს როცა გადაწყვეტილად უთხრეს, რომ ვეღარ ვიცოცხლებდი, თავს ვერ მოერია და ტირილი დაიწყო. შვილის ცრემლიანი თვალები რომ დავინახე, დავიფიცე, ვიბრძოლებდი სიცოცხლისთვის, რომ ჩემს ოჯახს, შვილებს ამ ტკივილისთვის არ გავიმეტებდი. ეს გავიფიქრე და ისევ გავითიშე. თურმე გათიშული ფეხის თითებს, ტერფებს ვამოძრავებდი და ერთგვარ ვარჯიშებს ვაკეთებდი. მთელი მედპერსონალი ჩემს საწოლთან შეკრებილა და ამბობდნენ, რომ ასეთი საოცრება არ უნახავთ, რომ ორგანიზმი იბრძოდა გადარჩენისთვის.

თბილისში როცა ჩამომიყვანეს, 38 კილო ვიყავი. ვერ დავდიოდი, ვერ ვჭამდი, ყველაფერი თავიდან დავიწყე, როგორც ბავშვმა. სულ ვფიქრობდი, რომ გადავრჩებოდი, ერთი წუთით არ დამიკარგავს იმედი. ოდნავ რომ მოვმჯობინდი, ჩემებს ვუთხარი, წამიყვანეთ სოფელში, იქ მშობლიური გარემო არის ჩემი მკურნალი-მეთქი. ჩემი დედულეთია საჩხერის რაიონის სოფელი სხვიტორი. ეშინოდათ, მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის გარეშე როგორ უნდა იყოო. ჩემი გავიტანე და წამიყვანეს.

ზაფხულისპირი იყო. ხელით გადამიყვანეს მანქანიდან. მეორე დღეს კი უკვე ჩემით, მარტო გამოვედი ეზოში. შეიძლება არც დამიჯეროთ, მაგრამ ნამდვილად ასე იყო. ყოველი დღე სიცოცხლეს წვეთწვეთობით მჩუქნიდა, მერე იქვე აუზზეც დავიწყე სიარული, ვცურავდი, ვსეირნობდი და ცხოვრებას ვუბრუნდებოდი.

მერე დავბრუნდი თბილისში და უკვე ჩემი ოცნების ახდენის ჟამი დადგა. დაინიშნა სპექტაკლი. ვისაც უნახავს, იცის, რომ მე და მარინა კახიანი პირველი მოქმედების დასასრულს შპაგატში ვსხდებით. ერთი რეპეტიცია გავიარეთ, ყველანი თავს დამფოფინებდნენ, მიფრთხილდებოდნენ. გადაწყვიტეს, რომ ეს სცენა შეეცვალათ. მარინა ჩაჯდებოდა შპაგატში, მე კი რაღაც მარტივ მოძრაობას გავაკეთებდი.

სპექტკალზე სრულიად შევიცვალე, არც სისუსტეს ვგრძნობდი და აღარც ავადმყოფობა მახსოვდა. ეტყობა, სხეულს თავისი მეხსიერება აქვს და ვხვდებოდი, რომ უკვე შემეძლო ამ რთული ტრიუკის შესრულება. მარინა კახიანი, ეს საოცრად ნიჭიერი მსახიობი, წამებში მიხვდა, რასაც ვაკეთებდი და ადგილი გამითავისუფლა. ისე თავისუფლად ჩავჯექი შპაგატში, თავადაც არ მჯეროდა. არასდროს დამავიწყდება ის წუთები და ოვაციებით ფეხზე მდგარი მაყურებელი.

დიდი მადლობა უპირველესად ქართველ ექიმებს, რომლებმაც სასწაული მოახდინეს და დღემდე ყურადღებას არ მაკლებენ. სულ ვგრძნობდი საზოგადოების სიყვარულს, ეს სიყვარული მაძლიერებს.”, – განუცხადა “სარკეს” მარინა კახიანმა.

სარკე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ნეპოტიზმისა და კლანური მმართველობის სკანდალური ფაქტები აჭარაში

21:39 08-14-2022
ახალი ამბები

ორი სკანდალური ამბავი, რის გამოც გომელაურმა გოგაშვილს საპატიმროში დაურეკა

16:50 08-14-2022
„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

„როგორ შეიძლება პარლამენტის დეპუტატს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ დღე-ღამეში 2000 ლარს იხდიდეს სასტუმროს ნომერში?!“ – სანდრო ბრეგაძე

23:58 08-10-2022
„ზელინსკის მთავრობა და მათი უცხოელი პატრონები საქართველოში ნაცების რევანშს გეგმავენ!“
ახალი ამბები

„რუსეთთან უვიზო რეჟიმი დააწესა სააკაშვილმა, ამ პირწავარდნილმა მოღალატემ! მან გამოაცხადა, ტურისტს ეროვნება არ აქვსო და დღეს ვიმკით ამის შედეგებს“ – სანდრო ბრეგაძე

21:32 08-10-2022

ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ყველაზე მოთხოვნადი ავტონაწილების შეძენა-შეცვლა, 31 აგვისტოს ჩათვლით, ფასდაკლებითაა შესაძლებელი
ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ყველაზე მოთხოვნადი ავტონაწილების შეძენა-შეცვლა, 31 აგვისტოს ჩათვლით, ფასდაკლებითაა შესაძლებელი

13:13 08-17-2022
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
ბიზნესი

კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის

13:04 08-17-2022
„იზრუნე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე” – „თეგეტა მოტორსის“ პოდკასტების სერია გრძელდება
ბიზნესი

„იზრუნე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე” – „თეგეტა მოტორსის“ პოდკასტების სერია გრძელდება

18:26 08-16-2022
ბილაინი და DCB ციფრული კონტენტის აგრეგატორი – Mondia პარტნიორები გახდნენ
ბიზნესი

ბილაინი და DCB ციფრული კონტენტის აგრეგატორი – Mondia პარტნიორები გახდნენ

15:07 08-16-2022
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2021 Alia.ge - All rights reserved